არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის

2012 წლის 6 ნოემბრის საერთო კრების

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

 

უკანასკნელ წლებში მეცნიერების ორგანიზაციისა და მართვის სფეროში გატარებულმა სახელმწიფო ღონისძიებებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევის აკადემიური სისტემის ასე გაუაზრებლად დანგრევა იყო მძიმე შეცდომა და შემდგომმა ფორსირებულმა მოქმედებებმა გამოსავლის მოსაძებნად საფრთხეში ჩააგდო არაერთი ცნობილი სამეცნიერო დაწესებულება, მათ შორის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტს, როგორც სახელმწიფო ენის მთავარ საბაზო კვლევით დაწესებულებას, როგორც კავკასიოლოგიის მსოფლიო მნიშვნელობის კერას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სტრუქტურული ერთეულის“ როლში არავითარი პერსპექტივა არა აქვს. ჩვენ გვაიმედებს ის, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლების პროგრამა მეცნიერების განვითარებისათვის სათანადო ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საერთო კრებას მიაჩნია, რომ სამომავლო პერსპექტივისათვის აუცილებელია ინსტიტუტი გამოეყოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და გააგრძელოს ფუნქციონირება სამეცნიერო- კვლევით დაწესესებულებათა აკადემიურ სისტემაში როგორც დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ანდა - ცალკე, როგორც დამოუკიდებელმა სამეცნიერო დაწესებულებამ).

ეთხოვოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო დადგენილება.

 

კრების თავმჯდომარე:

პროფ. ვ. შენგელია,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

 

მდივანი:

ფილოლოგიის მეცნიერებათა

კანდიდატი თ. ბურჭულაძე