არქივი

2013
17.12.2013 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ა. წ. 10 დეკემბრის მომართვის შესაბამისად, 17 დეკემბერს, 12 საათზე, გაიმართება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საერთო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დასამტკიცებლად წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს.
  რუსთაველის ფონდმა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ხუთი პროექტი დააფინანსა
  შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსები. აღნიშნული კონკურსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცისათვის იხილეთ ვებ-გვერდი :http://www.rustaveli.org.ge
22.10.2013 „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში. მისამართი: თსუ I კორპუსი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1. ლექსიკონი მომზადდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და შეიცავს 58 500 ლექსიკურ ერთეულს.
01,11,2013 XXXIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში.
04.09.2013 ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები"
  XXXIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართება გორის სასწავლო უნივერსიტეტში, 2013 წლის ოქტომბერში. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ მოხსენების თეზისები მოგვაწოდონ არაუგვიანეს 2013 წლის 5 სექტემბრისა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. g.gogolashvili@ice.ge
  ილია ჭავჭავაძის 175 წლისთავთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის პრემია ”საგურამო” მიენიჭა გიორგი გოგოლაშვილს.
  შეიქმნა განათლების და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის Facebook გვერდი
  იხილეთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმა - საბოლოო კონცეფცია
11.06.2013 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია თემაზე ”ტერმინოლოგია - ქართული ენის ხვალინდელი დღე”.
23.04.2013 ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სესია ”არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XXIV”
25.04.2013 თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ანატოლიურ კვლევათა ფრანგული ინსტიტუტის (IFEA)  მეცნიერის, კავკასიის განყოფილების დირექტორის ჟილ ოტიეს წიგნის "ჯუჰურის (ებრაულ-თათური) _ აღმოსავლეთ კავკასიის ებრაელთა ენის გრამატიკა" (Grammaire juhuri, ou judéo-tat, langue iranienne des Juifs du Caucase de l'est) პრეზენტაცია.
  2013 წლის 26 მარტს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 115 წელი შესრულდა
06.03.2013 ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ გაიმართა პროექტ „ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსის“ წარდგინება. პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების დახმარებას სახელმწიფო ენის შესწავლაში.
კურსი უფასოა და განთავსებულია შემდეგ მისამართზე ice.ge/elearning_geo. (პროექტის ხელმძღვანელი მარიამ მანჯგალაძე)
  ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გამომცემლობა "არტანუჯი" 2013 წლის 25 თებერვალს, 17 საათზე გიწვევთ ირინე ასათიანის წიგნების "ლაზური ლექსიკონი" და "ლაზური (ჭანური) ტექსტები" პრეზენტაციაზე.
24.01.2013 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში (თბი-ლისი, ინგოროყვას ქ. 8) გაიმართა პრეზენტაცია დასრულებული პროექტისა „სვანური ფრაზეოლოგიზმების სემანტიკური და მორფოსინტაქსური ანალიზი"
08.01.2013 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გამართა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომა.
 

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსები. იხ. 1. 2. 3.

  იხილეთ ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ

2012

  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2012 წლის 6 ნოემბრის საერთო კრების დადგენილება
25.12.2012 ჩატარდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 71-ე სამეცნიერო სესია. იხ. მასალები
18.12.2012 თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის დაბადების 70 წლის აღსანიშნავად.
დღის წესრიგი: ლ.ეზუგბაია - შესავალი სიტყვა. გ. გოგოლაშვილი - ცხოვრება და ღვაწლი ბესარიონ ჯორბენაძისა. სიტყვები, მოგონებები
19.12.2012 არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ბ. ჯორბენაძის საზოგადოების XII სამეცნიერო კონფერენცია.იხ. სამუშაო პროგრამა.
16.11.2012 ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართა 32-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბესარიონ ჯორბენაძის დაბადების 70 წლისთავს.
18.05.2012 ქ. ბათუმში გაიმართა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
16.05.2012 ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები შეხვდნენ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მოსამზადებელი ჯგუფის აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სტუდენტებს. მეცნიერებმა ისაუბრეს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების, ლექსიკონების შედგენისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები და დასვეს შეკითხვები.
 

სსიპ შ. რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდამა გამოაცხადა სამეცნიერო გრანტების კონკურსი იხ. rustaveli.org.ge

24.04.2012

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სესია ”არნ. ჩიქობავას საკითხავები XXIII".

 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ესეის კონკურსი: „ქართული ენა და ინტერნეტსივრცე“.

20.03.2012

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შედგა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი“ (A-06-09) ფარგლებში გამოცემული წიგნის: „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია“ პრეზენტაცია.

 

პირველი საერთაშორისო მორფოლოგიური შეხვედრა ამერიკაში (AIMM).

 

გამოიცა არნ. ჩიქობავას შრომების V ტომი. მასში შესული ნაშრომები ეძღვნება ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიას და ნორმალიზაციის საკითხებს. შეძენა შესაძლებელია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში. იხ. სარჩევი

2011
08.01.2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვარლამ თოფურიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია.ორგანიზატორები: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
25.01.2011 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ”ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონის” წარდგინება
28.01.2011 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
25.03.2011 ქ. სენაკში გაიმართა სამეცნიერო სესია ”არნოლდ ჩიქობავას საკითხავები”. თეზისები (ამონაბეჭდი და ელ. ვერსია) მიიღება 28 თებერვლამდე ვ. შენგელიასთან. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს.
14.04.2011 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
გვექნება წიგნების წარდგენა
• ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ახალი რედაქცია) II ტომი
• ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი (ნაკვეთი II)
მასმედიისა და ტელე-რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემა ,,ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი”.
07.05.2011 ქ. სენაკში გაიმართა მიძღვნითი (მემორიალური) XXII სამეცნიერო სესია არნოლდ ჩიქობავას საკითხავები
10.05.2011 მარნეულში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის  სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სახელმწიფო  ენის  სწავლების  აქტუალური პრობლემები  აზერბაიჯანულ  სკოლაში” (იხ. პროგრამა)
22.09.2011 ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ჩატარდა ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო -საპრეზენტაციო სესია. იხ. მოსაწვევი
  XXXI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური კონფერენცია ჩატარდება ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლის ნოემბერში. თეზისების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 10 ოქტომბერი.
14.06.2011 გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. (პროგრამა)
  ქ. სენაკში, სასტუმრო “ეაში” 2011 წლის 7-8 მაისს გაიმართა მიძღვნითი (მემორიალური) სამეცნიერო სესია "არნოლდ ჩიქობავას საკითხავები. XXII”
07.07.2011 ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“
10.10.2011 მარნეულში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის  სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სახელმწიფო  ენის  სწავლების  აქტუალური პრობლემები  აზერბაიჯანულ  სკოლაში” (იხ. პროგრამა)
  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა 2011 წლის 11 ივლისიდან იწვევს სტუდენტებს ქართული ენისა და კულტურის შესასწავლად. სასწავლო კურსის საფასურია 1200 ამერიკული დოლარი, ამავე თანხაში შედის ბინისა და საუზმის ხარჯებიც. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროფესორ თამარ მახარობლიძეს ateni777@yahoo.com 995 99 2317776, 995 32 2778090.
  ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა საყურადღებოდ !
  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილება
10. 02. 2012 არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტირუტში შედგა სამუშაო შეხვედრა ” E-Learning Capacity Development in the South Caucasus 2012 – 2013”, რომელსაც უძღვებოდნენ გიუნტერ პოდლაჰა (პროგრამა ”E-Learning Capacity Development in the South”-ის ხელმძღვანელი) და ელკე ვემჰოფი (რეგიონალური მენეჯერი).
09.02.2012 თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა პრეზენტაცია დასრულებული პროექტისა „სვანური ენის გრამატიკა“ (A-07-09). პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
  ”რუსთაველის ფონდმა” დააფინანსა მეცნიერი თანამშრომელი ფიქრია აფხაიძე (საგრანტო კონკურსი: ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთ სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება) ლონდონის უნივერსიტეტში აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლაში სტაჟირების გასავლელად.
27.12.2011 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. №8) გაიმართა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის პრეზენტაცია ლექსიკონის ავტორ-შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინათინ ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე რედაქტორები: შუქია აფრიდონიძე (დანართების ავტორი), თინათინ ღვინაძე მთავარი რედაქტორი _ თამარ ვაშაკიძე
23.12.2011

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ზმნის მორფოლოგია (გრანტი #А-06-09)

22.12.2011 ქ.გორში გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პროფესორ გენადი ბურჭულაძის ხსოვნას.
იხ. ინფორმაცია აპლიკაცია
27.10.2011 გაიმართა ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების მე-100 წლისთავს
  თანამშრომელთა საყურადღებოდ! ჯანმრთელობის დაზღვევა.
  ძვირფასო კოლეგებო, დაიწყო მასალების მიღება ინსტიტუტის ელექტრონული ჟურნალისათვის.
ინფორმაცია ჟურნალის თემატიკის, ციტირებისა და სტატიის ტექნიკური ფორმატის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.ice.ge/magazine
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მარიამ მანჯგალაძე ტელ.: +995 99 210 51 40; +995 55 203 51 15 ელ. მისამართი: mariam@ice.ge
მარინა ბერიძე ტელ.: +995 95 233 44 31 ელ. მისამართი: marine.beridze@gmail.com
  ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო” დააფინანსა ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ წარდგენილი პროექტი ”ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი”. შეიქმნება ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი ( A1, A2, B1 დონე), რომელიც განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის. პროექტის დირექტორი: მარიამ მანჯგალაძე. პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე.
  ვულოცავთ! აკაკი შანიძის სახელობის აკადემიური პრემია "ქართული ენის" დარგში მიენიჭა ქალბატონ გუჩა კვარაცხელიას.
  გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
2010
15.02.2010 ცხადდება კონკურსი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
26.03.2010 არნოლდ ჩიქობავას დაბადების დღეს, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს მეცნიერის საფლავს ოქროყანაში.
30.03.2010 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის გურამ თოფურიას დაბადების 80 წლის აღსანიშნავად.
12.04.2010 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ”დისტანციური სწავლება და ქსელური თანამშრომლობა”
13.04.2010 გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XXI
14.04.2010 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ვებგვერდის ,,ქართული ენა“ პრეზენტაცია. გამოიფინა მანანა ბუკიას ნაქარგი ხატები და თამარ მახარობლიძემ წარადგინა გერმანიაში გამოცემული ქართული ენის სახელმძღვანელოები.
14.05.2010 ქ. ბათუმში ჩატარდება I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში
25.05.2010 არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა მიძღვნილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გენადი ბურჭულაძის ხსოვნისადმი
24.06.2010 ჩატარდა რეგიონული კონფერენცია ”ელექტრონული სწავლება კავკასიაში 2010”
16.11.2010 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
9-12.11.2010 თბილისში გაიმართა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი.
9-12.11.2010

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არმ.ჩიქობავას სახ.ენათმეცნიერების ინსტიტუტმა ჩაატარა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს თემაზე ”კავკასიური ცივილიზაცია (ისტორია და თანამედროვეობა)”. კონგრესი გაიმართება არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში. პროგრამა იხ.ვრცლად GE0 ENG RUS ვებ–გვერდი: www.humanities.tsu.ge/congress

19-20.11.2010 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა XXX (30-ე) დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
20-23.11.2010 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა 69-ე სამეცნიერო სესია
24.12.2010
გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია მართლწერისა და სტილისტიკის საკითხები
24.12.2010 რნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა 69-ე სამეცნიერო სესია
28. 12.2010
გაიმართა კონსტანტინე კაკიტაძის პოეტური კრებულის წარდგინება
28.12.2010
30.12.2010
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა (ვორკშოპი) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი”  (პროექტი №A- 06-09)  ფარგლებში.
29.06.2010 არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ივანე ქავთარაძის დაბადების 90 წლის აღსანიშნავად.
22.12.2010 სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის II ტომის წარდგინება საზოგადოების წინაშე. წარდგინების ინიციატორი იყო მწერალთა კავშირი.
  ლექსიკოგრაფიაში ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მიმართვა
 

ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგემ - მარინე ბერიძემ მიიღო რუსთაველის სახელობის სტიპენდია.

  ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი მიიღო ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა - ლელა გიგლემიანმა პროექტისათვის "მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ქალაქ ზუგდიდში ჩასახლებულ სვანთა მეტყველების ნიმუშები".
 

რუსთაველის ფონდის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა პროექტებმა:

"საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი - ქართული დიალექტური კორპუსი - II ეტაპი" - ხელმძღვანელი - მარინე ბერიძე.

"სვანური ფრაზეოლოგიზმების სემანტიკური და მორფოსინტაქსური ანალიზი (ფუნდამენტურ-გამოყენებითი გამოკვლევა ლექსიკონითურთ)" - ხელმძღვანელი - მერი საღლიანი.

  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი დასახელდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.
 

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ქურდიანი და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ქართულ საზოგადოებას.

2009
09.09.2009 ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ეთნოლინგვისტური საკითხავები. I.
12.06.2009

გაიმართა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების სამეცნიერო სესია თემაზე: ”ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”. სესია მიეძღვნა კარლ ჰორსტ შმიდტის დაბადების 80 წლისთავს.

25.05.2009 გაიხსნა ვარლამ და გურამ თოფურიების კაბინეტი.
26.03.2009 გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე --- ”ჟორჟ დიუმეზილი და კავკასია”.
2008
18.07.2008 გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის.
09.11.2008 გაიმართა არნ. ჩიქობავას 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი.
14.11.2008 ჩატარდა XXVIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია თემაზე ”ქართველური ზმნის მორფოლოგია”.