გამოვიდა ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” I და II ტომები

(ახალი რედაქცია )

 

 

ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” რვატომეულის ახალი რედაქციის I და I I ტომები.
ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული.

დაიბეჭდა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.
ლექსიკონი ყოველმხრივ არის განახლებული, სახელდობრ: - ქეგლის 1950 წლის I ტომი 700 გვერდს მოიცავდა, ახალი რედაქცია - 1130 გვერდს. I I ტომი იყო 768 გვ. , ახალი - 1680. - პირველ გამოცემაში ა-ბ ასოებზე 11 237 სიტყვა-სტატია შედიოდა, ახალ რედაქციაში – 15 866. I I ტომში იყო 13 696 სტატია, ახალში - 22 000-ზე მეტი. - თითქმის გაოთხმაგდა მყარი ფრაზეოლოგია. - ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით. - დაზუსტდა და შეივსო განმარტებები (მათ შორის, იდეოლოგიური ხასიათისა). - ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები. - სტატიები შეივსო და გამდიდრდა ცოცხალი საილუსტრაციო მასალით.
ახალი რედაქციის I ტომის ღირებულებაა – 50 ლარი, I I ტომისა – 60 ლარი. მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ინგოროყვას ქ. 8, ოთახი 306; ტელ: 293 29 21, 299 99 41.

 

*** ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული ვერსია ***