კოდორული ქრონიკები


(გამოკვლევებითურთ)

ტომი I


ავტორი - იზა ჩანტლაძე, ქეთევან მარგიანი-დადვანი, ქეთევან მარგიანი-სუბარი, მედეა საღლიანი, რუსუდან იოსელიანი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რუსთაველის ფონდი
მასალები ქართველურ ენათა შესწავლისთვის
რედაქტორი - სარედაქციო საბჭო: ნოდარ ანდღულაძე, ავთანდილ არაბული, გურამ ბენდიანიშვილი, თინათინ ბოჭორიშვილი,თეიმურაზ გვანცელაძე, იოსტ გიპერტი, გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია, მანანა თანდაშვილი, ხათუნა იოსელიანი, ჯანრი კაშია, ანა მესხი, მიხეილ ქურდიანი, (მთავარი რედაქტორი) ზურაბ ჭუმბურიძე.
გვ. - 836
ზომა -28\20
ISBN –978-9941-9097-8-8
გამოცემის თარიღი - 2007-2010
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - გლობალ-პრინტი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
პუბლიკაციის სახეობა - ტექსტები გამოკვლევებითურთ
საკვანძო სიტყვები - ქართველური ენები,დიალექტი, ინტერფერენცია, დიგლოსია, ბილინგვიზმი.
ანოტაცია წიგნში პირველადაა შესწავლილი კოდორის ხეობის ზემო წელის(resp. დალის) მოსახლეობის სვანური მეტყველება. მასში მთავარი ყურადღება ექცევა ინტერფერენციულ პროცესებს,დიგლოსიასა და ბილინგვიზმს. ავტორთა მიერ წარმოდგენილ გამოკვლევებში დასმულია საკითხი კოდორული მეტყველებისა, როგორც ბალსზემოურ და ბალსქვემოურ დიალექტთა შერევის შედეგად მიღებული ენობრივი ერთეულის გამოყოფის შესახებ სვანურში.
”კოდორული ქრონიკები” ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომის დროს (1992წ.) აფხაზეთში გმირულად დაღუპულ ვაჟკაცთა ნათელ ხსოვნას, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ტექსტების უმრავლესობა მათ ცხოვრებას ასახავს, თუმცა აქვეა დაბეჭდილი ეთნოლოგიური ყოფის ამსახველი თუ ფოლკლორული მასალებიც.
წიგნი გამოქვეყნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.