Linguistics

თვე: აპრილი 2016

სიახლეები

ყოველწლიური თემატური კრებულის „ეტიმოლოგიური ძიებანი“ XIII ტომისათვის წერილები მიიღება ა. წ. 15 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 1 გვერდისა). ავტორებს ვთხოვთ: წერილს დაურთონ საძიებლისათვის განკუთვნილი ძირ-ფუძეეების ნუსხა და იგივე ძირ-ფუძეები წერილის ელვერსიაში წითლად მონიშნონ. წერილების ნაბეჭდი ვერსიები მიიღება არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში (პ.იგოროყვას 8, II სართული, ოთახი 203; მედეა […]

სიახლეები

ამა წლის 14 აპრილს თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აკადემიკოს ავთანდილ არაბულს გადაეცა საქართველოს მეცნიერებისა და განთლების სამინისტროს ჯილდო − სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. ვულოცავთ ბატონ ავთანდილს ამ საპატიო ჯილდოს.

სიახლეები

2016 წლის 19-22 აპრილს გაიმართება სამეცნიერო სესია „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. სხდომები ჩატარდება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (დასაწყისი − 11 საათზე). იხ.სესიის პროგრამა და მოხსენებათა თეზისები

სიახლეები

ამა წლის 14 აპრილს, 15 საათზე თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ III ტომის ახალი რედაქციისა და მონოგრაფიის − „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია II. დიალექტები“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე აქციაა! ახალი რედაქციის სამივე ტომი ერთად – 100 ლარად!

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017 Frontier Theme