Linguistics

თვე: აგვისტო 2017

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობის დასაკავებლად. იხ. თანდართული დოკუმენტები: მეცნიერ-თანამშრომელთა არჩევის წესი განცხადება პირადი ანკეტა

სიახლეები

2017 წლის 14-16 ნოემბერს გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კონფერენცია  „სამეცნიერო ტერმინოლოგია“, V. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები  ქართული ტერმინთშემოქმედების მდიდარი ისტორიიდან, განხილული იქნება დარგის წინაშე მდგარი ამოცანები და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების მთავარი დებულებები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე: terminologyge@gmail.com,  l.karosanidze@gmail.com.  

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის პირველ აგვისტოს, ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე შეირჩა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნანა მაჭავარიანის კანდიდატურა. ამავე სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე განყოფილების ხელმძღვანელებად არჩეულ იქნენ: ფილოლ. აკად. დოქტ. მარინე ბერიძე (ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება), ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი , პროფ. […]

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017