თვე: მარტი 2018

სიახლეები

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, მიმდინარე წლის 28 მარტს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მართავს ვიქტორინას – სახელწოდებით „მზეენაობა“. სულხან-საბა ორბელიანი „მზეენაობას“ განმარტავს, როგორც „ნათლად მეტყველებას“. ვიქტორინის თემაც სწორედ ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების საკითხები იქნება. ვიქტორინა ეძღვნება ქართული ენის დღეს – 14 აპრილს! თუ თქვენ გსურთ შეამოწმოთ, რამდენად კარგად ფლობთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და გიყვართ […]

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსიტუტი 2018 წლის 13, 14 და 17 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემდეგ ღონისძიებებს: 13 აპრილი, 15:00 სთ – ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ვაშაკიძის საჯარო ლექცია თემაზე „თანამედროვე ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების პრობლემები“; ვიქტორინა „მზეენაობაში“ გამარჯვებულის დაჯილდოება (თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N8, II სართული, სხდომათა დარბაზი).   […]

სიახლეები

2018 წლის 22-24 ნოემბერს თბილისში გაიმართება ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნება აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს (იხ. ბმული).

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018