თვე: ივნისი 2018

სიახლეები

2018 წლის 14-16 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა. იხ. ბმული   გაცნობებთ, რომ გრძელდება თეზისების მიღება საერთაშორისო კონფერენციისთვის ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა ამა წლის 30 ივნისამდე.

სიახლეები

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ მორიგი − მე-18 წიგნისათვის სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 10 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com

სიახლეები

პატივცემულო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ ამა წლის 8-9 ოქტომბერს (სავარაუდოდ – შუახევის რაიონის დაბა ხიჭაურში), გაიმართება 39-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს. გაითვალისწინეთ, რომ სესიის თემატიკა განსაზღვრულია: დიალექტური ლექსიკის პრობლემური საკითხები. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ა. წ. 20 ივლისამდე მოხსენება ან მოხსენებათა თეზისები მოგვაწოდოთ არნ. […]

სიახლეები

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  (10 წლის ვადით – ერთი საშტატო ერთეული) სამსახურში მისაღებად.   კონკურსი   გამოცხადდა  2018  წლის   30   მაისს. საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს 2018  წლის   2  ივლისიდან     2018  წლის     9 ივლისის   ჩათვლით .   დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:    ბრძანება N 126/01-01   30.05.2018

სიახლეები

ამა წლის 31 მაისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის დოქტორი გიორგი ცოცანიძე.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018