თვე: ივლისი 2018

სიახლეები

ამა წლის 10 ივლისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე (ვადიანი – 10 წლით) საკონკურსო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ არდოტელი.

სიახლეები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ა. წ. 6 ივლისის დადგენილების შესაბამისად, გაიმარჯვა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკონფერენციო საგრანტო პროექტმა „ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც გაიმართება თბილისში 2018 წლის 22-24 ნოემბერს.

სიახლეები

ამა წლის 6 ივლისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ არდოტელმა.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018