Linguistics

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის პირველ აგვისტოს, ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე შეირჩა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნანა მაჭავარიანის კანდიდატურა.

ამავე სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე განყოფილების ხელმძღვანელებად არჩეულ იქნენ:

  • ფილოლ. აკად. დოქტ. მარინე ბერიძე (ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება),
  • ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი , პროფ. გიორგი გოგოლაშვილი (ქართველურ ენათა განყოფილება),
  • ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი , პროფ. თამარ ვაშაკიძე (ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება),
  •  აკად. გუჩა კვარაცხელია (ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება),
  • ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე (სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარმნითი ლექსიკონების განყოფილება),
  • ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მედეა ღლონტი (ლექსიკოლოგიის განყოფილება),
  • აკად. წევრ-კორ. ვაჟა შენგელია (მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება).
Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017 Frontier Theme