თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსიტუტი 2018 წლის 13, 14 და 17 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემდეგ ღონისძიებებს:

13 აპრილი, 15:00 სთ – ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ვაშაკიძის საჯარო ლექცია თემაზე „თანამედროვე ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების პრობლემები“; ვიქტორინა „მზეენაობაში“ გამარჯვებულის დაჯილდოება (თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N8, II სართული, სხდომათა დარბაზი).

 

14 აპრილი, 11:00 სთთსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ მომზადებული ლექსიკონების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (თბილისი, გუდიაშვილის ქ. N7).

 

17 აპრილი, 14:00 სთ – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ერთობლივი ღონისძიება წარდგინება წიგნისა „ქართული ანბანი და „დედაენა“კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლები“ (დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე), აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი) (თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N8, II სართული, სხდომათა დარბაზი).

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018