თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

სიახლეები

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, მიმდინარე წლის 28 მარტს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მართავს ვიქტორინას – სახელწოდებითმზეენაობა“. სულხან-საბა ორბელიანი „მზეენაობას“ განმარტავს, როგორც „ნათლად მეტყველებას“. ვიქტორინის თემაც სწორედ ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების საკითხები იქნება.

ვიქტორინა ეძღვნება ქართული ენის დღეს – 14 აპრილს!

თუ თქვენ გსურთ შეამოწმოთ, რამდენად კარგად ფლობთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და გიყვართ კონკურსები, ესტუმრეთ ჩვენს ფეისბუკგვერდს.

ვიქტორინა გაიმართება მიმდინარე წლის 28 მარტის 18:00 საათიდან 29 მარტის 18:00 საათამდე. ვიქტორინის პირობა და ინსტრუქცია გამოქვეყნდება 28 მარტს, 18:00 საათზე.

იჩქარეთ, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია პირობის დროულად გაცნობა!

გამარჯვებული დაჯილდოვდება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 13 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე  (დამატებით დეტალებს გაცნობებთ).

გისურვებთ წარმატებას!

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018