თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

სიახლეები

პატივცემულო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ ამა წლის 8-9 ოქტომბერს (სავარაუდოდ – შუახევის რაიონის დაბა ხიჭაურში), გაიმართება 39-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს.

გაითვალისწინეთ, რომ სესიის თემატიკა განსაზღვრულია: დიალექტური ლექსიკის პრობლემური საკითხები.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ა. წ. 20 ივლისამდე მოხსენება ან მოხსენებათა თეზისები მოგვაწოდოთ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ან გამოაგზავნოთ ელექტრონული ვერსია მისამართზე: burchuladzetea@gmail.comან linguistics@tsu.ge

დაგვიანებით წარმოდგენილი მასალა არ მიიღება!

 

ტექსტის მომზადების პირობები: შრიფტი – Sylfaen (KA), ზომა – 12

ფონტი დიაკრიტიკული ნიშნებისთვის – ICL_symbol

 

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

თბილისი 0105, პავლე ინგოროყვას ქ. 8

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

 

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018