Linguistics

მოვლენათა ქრონოლოგია

მოვლენათა ქრონოლოგია

2015  წელი

  • 09.02.2015  უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერები – ირინე ასათიანი და თამარ ბეროზაშვილი
  • 12.02.2015  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისი სამხედროტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორები:  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • 28.04. – 1.05.2015  თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მორიგი სამეცნიერო სესია – „არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XXVI”.
  • 2.05.2015  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.
  • 10.09-15.09.2015 გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“. კონფერენციის ორგანიზატორები: არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი.
  • 02.10-18.10.2015 ზურაბ წერეთლის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის, ქალბატონ გუჩა კვარაცხელიას ნახატების გამოფენა „ჩვენი შავ-თეთრი და ფერადი წუთისოფელი“.

2014 წელი

  • 10.02.2014   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თსუ  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა.
  • 14.04.2014  გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მორიგი სამეცნიერო სესია „არნ. ჩიქობავას საკითხავები XXV”.
  • 25.04.2014  თსუ არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წვერ-კორესპონდენტის გურამ თოფურიას წიგნის „იბერიულკავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია.
  • 16.05.2014  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქართული ენის მორფოლოგიური ლექსიკონების კორპუსის პრეზენტაცია.
  • 11.06.2014  ანანურის საჯარო სკოლაში გაიმართა ცნობილი მწერლისა და ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის გ.ბედოშვილის ხსოვნის საღამო. საღამოზე წარდგენილ იქნა მეცნიერის ახალგამოცემული წიგნი ქართულ ტოპონიმთა განმარტებითეტიმოლოგიური ლექსიკონი,II”.
  • 6-7.06.2014  თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შიო არაგვისპირელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია კლასიკოსთა გაკვეთილები”. ორგანიზატორები:  თელავის ი.გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება.
  • 09.2014 მესტიაში გაიმართა XXXIV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. ორგანიზატორები: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მესტიის გამგეობა.
  • 21.10.2014  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა II რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ტერმინოლოგიაში.
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს მიენიჭა  არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია  ნაშრომთა ციკლისათვის: “ქართული სალიტერატურო ენა” (ისტორია და თანამედროვეობა 2009 წ.), “ქართული ზმნა” (ფორმაწარმოების საკითხები, 2010 წ.), “თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია” (სალიტერატურო ენა, 2011 წ; თანაავტორობა).
  • ფილოლოგიის მეცნიებათა დოქტორს, პროფესორ თედო უთურგაიძეს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ორდენი.
  • 23-24.11.2014  თსუ  არნ.ჩიქობავას სახ.ენათმეცნიერების ინსტიტუტში 23-25დეკემბერს გაიმართა მორიგი  –   73-ე სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა პროფ. ა.კიზირიასა და პროფ. მ.ქალდანის დაბადების 100 წლისთავს.
  • 26.12.2014  არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათადარბაზში გაიმართა პროფესორ მიხეილ ქურდიანისხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის   წარდგენა.

2013 წელი

  • 08.01.2013  გაიმართა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა. ორგანიზატორები: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • 24.01.2013  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა დასრულებული პროექტის − „სვანური ფრაზეოლოგიზმების სემანტიკური და მორფოსინტაქსური ანალიზი” პრეზენტაცია.
  • 25.02.2013  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შედგა ირინე ასათიანის წიგნების − “ლაზური ლექსიკონი” და “ლაზური (ჭანური) ტექსტები” პრეზენტაცია. ორგანიზატორები: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გამომცემლობა „არტანუჯი“.
  • 06.03.2013  ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ გაიმართა პროექტ ქართულიენისელექტრონულისწავლებისკურსის წარდგინება (პროექტის ხელმძღვანელი: მ. მანჯგალაძე).
  • 23.04.2013 თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სესია „არნ. ჩიქობავას საკითხავები XXIV“.
  • 11.06.2013  თსუ არნ.  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია თემაზე ”ტერმინოლოგიაქართული ენის ხვალინდელი დღე”.
  • ილია ჭავჭავაძის 175 წლისთავთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის პრემიასაგურამო მიენიჭა თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ  გიორგი გოგოლაშვილს.
  • 04.09.2013  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“.
  • 22.10.2013  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია. ორგანიზატორი − თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.01.11.2013 ქ.გორში გაიმართა XXXIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. ორგანიზატორები: თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი.
  • 21.11.2013 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის ნატო შავრეშიანის დისერტაციის დაცვა თემაზე „ეკომიგრანტ სვანთა მეტყველების სინტაქსური თავისებურებანი“.
  • 17.12.2013  გაიმართა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საერთო კრება, რომელმაც  აირჩია ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად ავთ. არაბული  და დასამტკიცებლად წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორს.
  • 24.12.2013  თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ინსტიტუტის 72-ე სამეცნიერო სესეია.

2012 წელი

2011 წელი

  • 08.01.2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვარლამ თოფურიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია.ორგანიზატორები: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
    25.01.2011 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ”ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონის” წარდგინება
  • 28.01.2011 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
  • 25.03.2011 ქ. სენაკში გაიმართა სამეცნიერო სესია ”არნოლდ ჩიქობავას საკითხავები”. თეზისები (ამონაბეჭდი და ელ. ვერსია) მიიღება 28 თებერვლამდე ვ. შენგელიასთან. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს.
  • 14.04.2011 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გვექნება წიგნების წარდგენა
    • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ახალი რედაქცია) II ტომი
    • ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი (ნაკვეთი II)
    მასმედიისა და ტელე-რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემა ,,ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი”.
  • 07.05.2011 ქ. სენაკში გაიმართა მიძღვნითი (მემორიალური) XXII სამეცნიერო სესია არნოლდ ჩიქობავას საკითხავები
  • 10.05.2011 მარნეულში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სახელმწიფო ენის სწავლების აქტუალური პრობლემები აზერბაიჯანულ სკოლაში” (იხ. პროგრამა)
  • 22.09.2011 ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ჩატარდა ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო -საპრეზენტაციო სესია. იხ. მოსაწვევი
  • XXXI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური კონფერენცია ჩატარდება ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლის ნოემბერში. თეზისების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 10 ოქტომბერი.
    14.06.2011 გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. (პროგრამა)
    ქ. სენაკში, სასტუმრო “ეაში” 2011 წლის 7-8 მაისს გაიმართა მიძღვნითი (მემორიალური) სამეცნიერო სესია “არნოლდ ჩიქობავას საკითხავები. XXII”
  • 07.07.2011 ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“
  • 10.10.2011 მარნეულში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სახელმწიფო ენის სწავლების აქტუალური პრობლემები აზერბაიჯანულ სკოლაში” (იხ. პროგრამა)
    არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა 2011 წლის 11 ივლისიდან იწვევს სტუდენტებს ქართული ენისა და კულტურის შესასწავლად. სასწავლო კურსის საფასურია 1200 ამერიკული დოლარი, ამავე თანხაში შედის ბინისა და საუზმის ხარჯებიც. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროფესორ თამარ მახარობლიძეს ateni777@yahoo.com 995 99 2317776, 995 32 2778090.
  • ”რუსთაველის ფონდმა” დააფინანსა მეცნიერი თანამშრომელი ფიქრია აფხაიძე (საგრანტო კონკურსი: ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთ სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება) ლონდონის უნივერსიტეტში აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლაში სტაჟირების გასავლელად.
  • 27.12.2011 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. №8) გაიმართა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის პრეზენტაცია ლექსიკონის ავტორ-შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინათინ ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე რედაქტორები: შუქია აფრიდონიძე (დანართების ავტორი), თინათინ ღვინაძე მთავარი რედაქტორი _ თამარ ვაშაკიძე
  • 23.12.2011 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ზმნის მორფოლოგია (გრანტი #А-06-09)
  • 22.12.2011 ქ.გორში გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პროფესორ გენადი ბურჭულაძის ხსოვნას. იხ. ინფორმაცია აპლიკაცია
  • 27.10.2011 გაიმართა ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების მე-100 წლისთავს

 

2010 წელი

  • 15.02.2010 ცხადდება კონკურსი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
  • 26.03.2010 არნოლდ ჩიქობავას დაბადების დღეს, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს მეცნიერის საფლავს ოქროყანაში.
  • 30.03.2010 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის გურამ თოფურიას დაბადების 80 წლის აღსანიშნავად.
  • 12.04.2010 არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ”დისტანციური სწავლება და ქსელური თანამშრომლობა”
  • 13.04.2010 გაიმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XXI
  • 14.04.2010 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა ვებგვერდის ,,ქართული ენა“ პრეზენტაცია. გამოიფინა მანანა ბუკიას ნაქარგი ხატები და თამარ მახარობლიძემ წარადგინა გერმანიაში გამოცემული ქართული ენის სახელმძღვანელოები.
  • 14.05.2010 ქ. ბათუმში ჩატარდება I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში
  • 25.05.2010 არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა მიძღვნილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გენადი ბურჭულაძის ხსოვნისადმი
  • 24.06.2010 ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია ”ელექტრონული სწავლება კავკასიაში 2010”
  • 16.11.2010 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
  • 9-12.11.2010 თბილისში გაიმართა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი.
  • 9-12.11.2010 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არმ.ჩიქობავას სახ.ენათმეცნიერების ინსტიტუტმა ჩაატარა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს თემაზე ”კავკასიური ცივილიზაცია (ისტორია და თანამედროვეობა)”. კონგრესი გაიმართება არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში. პროგრამა იხ.ვრცლად GE0 ENG RUS ვებ–გვერდი: www.humanities.tsu.ge/congress
  • 19-20.11.2010 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა XXX (30-ე) დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
  • 20-23.11.2010 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა 69-ე სამეცნიერო სესია
  • 24.12.2010 გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია მართლწერისა და სტილისტიკის საკითხები
  • 24.12.2010 რნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა 69-ე სამეცნიერო სესია
  • 28. 12.2010 გაიმართა კონსტანტინე კაკიტაძის პოეტური კრებულის წარდგინება
  • 28.12.2010 გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ეთნოლინგვისტური საკითხავები II.
  • 30.12.2010 ჩატარდა სამუშაო შეხვედრა (ვორკშოპი) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი” (პროექტი №A- 06-09) ფარგლებში.
  • 29.06.2010 არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართა მემორიალური სხდომა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ივანე ქავთარაძის დაბადების 90 წლის აღსანიშნავად.ლექსიკოგრაფიაში ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მიმართვა
  • ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგემ – მარინე ბერიძემ მიიღო რუსთაველის სახელობის სტიპენდია.
  • ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი მიიღო ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა – ლელა გიგლემიანმა პროექტისათვის “მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ქალაქ ზუგდიდში ჩასახლებულ სვანთა მეტყველების ნიმუშები”.
  • რუსთაველის ფონდის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა პროექტებმა:
  • “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი – ქართული დიალექტური კორპუსი – II ეტაპი” – ხელმძღვანელი – მარინე ბერიძე.
  • “სვანური ფრაზეოლოგიზმების სემანტიკური და მორფოსინტაქსური ანალიზი (ფუნდამენტურ-გამოყენებითი გამოკვლევა ლექსიკონითურთ)” – ხელმძღვანელი – მერი საღლიანი.
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი დასახელდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.
  • არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ქურდიანი და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ქართულ საზოგადოებას.
  • კრისტილ კეინმა, სტუდენტმა აშშ-დან, 1-დან 31 ივლისამდე წარმატებით გაიარა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული საზაფხულო სკოლის კურსი „ქართული ენა და კულტურა’’

 

2009 წელი

 

• 26 მარტი. ჩატარდა ჟორჟ დიუმეზილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

• 14 აპრილი. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნოდარ სურგულაძესთან.

• 14-17 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XX.

• 25 მაისი. გაიხსენა ვარლამ და გურამ თოფურიების კაბინეტი.

• 12 ივნისი. ჩატარდა ქართველურ ენათა განყოფილების სამეცნიერო სესია მიძღვნილი კარლ ჰორსტ შმიდტის დაბადების 80 წლისთავისადმი.

• ივნისი. ჩატარდა ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების XI სამეცნიერო კონფერენცია.

• ივლისი. გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეთა თანამდებობებზე.

• ივლისი. გაიმართა ინსტიტუტის თანამშრომელთა საერთო კრება. კრებაზე მოისმინეს ადმინსტრაციის ანგარიში.

• სექტემბერი. ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეთა თანამდებობებზე არჩეული იქნენ თ. ვაშაკიძე, ლ. ქაროსანიძე, მ. ქურდიანი, გ. გოგოლაშვილი, მ.ღლონტი. ვ. შენგელია, მ.ბერიძე.

• 9 ოქტომბერს ჩატარდა კონფერენცია ”ეთნოლინგვისტური საკითხავები” I.

• 20-21 ოქტომბერს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”

• 22-22 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ინსტიტუტის 68-ე სამეცნიერო კონფერენცია.

 

2008 წელი

• 23 იანვარს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

• 29 იანვარი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების სამეცნიერო სესია: ”ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”.

• 26 თებერვალს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

• აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სოციოლინგვისტური სიტუაცია საქართველოში.

• 10-13 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XIX.

• 15-16 მაისი .ჩატარდა ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების X სამეცნიერო კონფერენცია.

• 27-28 მაისი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – ბუნებრივ ენათა დამუშავება VI.

• ივნისი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სესია მიძღვნილი თამარ ზურაბიშვილის, მზია მრევლიშვილისა და ელენე ნიკოლაიშვილის 80 წლისთავისადმი.

• ოქტომბერი. გაიმართა კავკასიოლოგთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი არნ. ჩიქობავას დაბადადებიდან 110 წლისთავისადმი.

• 14-15 ნოემბერი. ჩატარდა XXVII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.

• 23-26 დეკემბერი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 67-ე სამეცნიერო სესია.

 

 

2007 წელი

• 1 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სოციოლინგვისტური სიტუაცია საქართველოში.

• 10-13 აპრილი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია – არნოლდ ჩიქობავას საკითხავები XVIII.

• 17 აპრილი. გაიმართა აკად. გ. ახვლედიანის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კოფერენცია.

• 5 ივლისს წმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომის (ახალი რედაქცია) წარდგინება.

• 18 სექტემბერი. არჩეულ იქნა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

• 20 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე.

• ოქტომბერი. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ლალი ეზუგბაია.

• ნოემბერი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ალ. კობახიძის 80 წლისთავისადმი.

• 14-16 ნოემბერი. ჩატარდა XXVI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.

• დეკემბერი. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ნოდარ ანდღულაძის დაბადების 80 წლისთავისადმი.

• 24-26 დეკემბერი. ჩატარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის 66-ე სამეცნიერო სესია.

  • • ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის 2007 წლის სამეცნიერო გრანტები მოიპოვეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა: მ. ბარიხაშვილმა და ნ. შავრეშიანმა.
Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017 Frontier Theme