თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ისტორია

უდიდესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე ენათმეცნიერების ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულება (“ენის ინსტიტუტი“), შეიქმნა 1941 წელს, 1936 წლიდან არსებული  . მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური  კულტურის ინსტიტუტის საენათმეცნიერო განყოფილებათა ბაზაზე. 1950 წელს ენის ინსტიტუტს ეწოდა  ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ხოლო 1987 წელს  მიენიჭა ინსტიტუტის ერთერთი დამაარსებლისა და მის ძირითად საკვლევაძიებო მიმართულებათა განმსაზღვრელის აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას  სახელი.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: . ჯანაშია (1941-43); . თოფურია (1943-49); . ახვლედიანი (1949-50); არნ. ჩიქობავა (1950-52); ივ. გიგინეიშვილი (1952-53); . ლომთათიძე (1953-63, 1975-87); . ფანჩვიძე (1963-75); . ჯორბენაძე (1987-93); . კვარაცხელია (1993-2006); . ეზუგბაია (2006-2014);  . არაბული  (2014-2017); 2018 წლიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს მაჭავარიანი   

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი მდიდარი სამეცნიერო ტრადიციებითა და მიღწევებით გამორჩეულ ერთერთ თვალსაჩინო სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენსინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს და ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელთა თანადგომით, უზრუნველყოფს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის საუკეთესო სამეცნიერო ტრადიციათა შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას.

 თავისი  არსებობის 75 წლის მანძილზე ინსტიტუტში შეიქმნა ასობით  მონოგრაფია, კრებული, ლექსიკონები; აღიზარდა სამეცნიერო კადრები  არა მხოლოდ ინსტიტუტისა  და საქართველოს სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებისათვის, არამედჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისათვისაც. აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოში აღიარებული იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების თბილისური სკოლა. ინსტიტუტის თანამშრომლებმა აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით  შექმნეს ქართველი ერის დიდ  საუნჯედ და ქართული ენის უკვდავ ძეგლად წოდებული რვატომიანიქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“. ინსტიტუტი  აგრძელებს მუშაობას ამ ლექსიკონის ახალ რედაქციაზე, ქართული სახელმწიფო ენის სრულ ლექსიკოგრაფიულ და ნორმატიულ უზრუნველყოფაზე, ქართველური და იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების, თეორიული ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებზე

იმთავითვე ინსტიტუტის ძირითად სამეცნიეროკვლევით საქმიანობას წარმოადგენდა ქართველურ და მთის იბერიულკავკასიურ ენათა გრამატიკული წყობის, ფონეტიკისა და ლექსიკის შესწავლა, ენათმეცნიერების თეორიული საკითხების კვლევა.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის წყალობით, მთელი კავკასიურენოვანი სამყაროს მეცნიერები ერთ მონოლითად შეკრულნი, წლების მანძილზე წარმატებით იკვლევდნენ კავკასიურ ენებს. ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერების (არნ. ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას, გიორგი როგავას, ქეთევან ლომთათიძისა და სხვათა) დაუღალავი შრომით, ამ ინსტიტუტში მომზადდა ჩრდილოკავკასიელ სპეციალიტთა არაერთი თაობა, რომელიც შემდეგ თავის სამშობლოში განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. ქართველ და ჩრდილოეთ კავკასიელ მეცნიერთა შორის არსებობდა მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტი, რომელიც გარკვეულწილად აბალანსებდა პოლიტიკურ სიტუაციასაც და ქმნიდა თანამშრომლობის ატმოსფეროს. ამ მხრივაც განუზომელია ენათმეცნიერების ინსტიტუტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

ამჟამად ინსტიტუტში შვიდი განყოფილება ფუნქციონირებს. ესენია: ქართველურ ენათა, მთის იბერიულკავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების, სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების, მეტყველების კულტურის,   ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილებები.

თითოელი ეს განყოფილება ყოველდღიურად იღვწის ქართული ენათმეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისათვის, ამყარებს კონტაქტებს კავკასიელ, ევროპელამერიკელ და აღმოსავლეთის ქვეყნების ენათმეცნიერებთან, ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში აღიარებულ ენათმეცნიერულ მიმართულებათა მიღწევებს და ცდილობს არ ჩამორჩეს მსოფლიო მეცნიერულ პროგრესს.

ქართველურ ენათა განყოფილება (ხელმძღვანელიგიორგი გოგოლაშვილი) სათავეს იღებს ენიმკის ინსტიტუტიდან. შეიქმნა 1936 წელს. მას ეწოდებოდაქართველურ ენათა სექტორი“. დამაარსებელი და პირველი  ხელმძღვანელი იყო აკ. შანიძე. განყოფილების მთავარი საქმიანობა ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის კვლევა იყო და არის.

 მთის იბერიულკავკასიურ ენათა განყოფილება (ხელმძღვანელი –  ვაჟა შენგელია) მემკვიდრეა კავკასიურ ენათა განყოფილებისა, რომელიც 1936 წლიდან არსებობდა ენიმკის ინსტიტუტში. ეს განყოფილება სხვა საენათმეცნიერო განყოფილებებთან ერთად 1941 წელს შევიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის შემადგენლობაში, რომელსაც 1950 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტი ეწოდა. არნ. ჩიქობავას მიერ ჩატარებული დიდი სამეცნიერო და საორგანიზაციო მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება (ხელმძღვანელიგუჩა კვარაცხელია) 1958 წელს დაარსდა. 1936 წლიდან ენიმკიში არსებობდა . მარისა და ფონეტიკის კაბინეტები, რომელთა გაერთიანების შედეგად 1939 წელს შეიქმნა ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება. იგი დღემდე წარმატებით იკვლევს თეორიულ ენათმეცნიერებას, რომელიც განყოფილების დაარსებიდან საინსტიტუტო კვლევების ერთერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს.

ლექსიკოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელიმედეა ღლონტი) საქართველოში ლექსიკოლოგიალექსიკოგრაფიის სფეროს სათანადოდ განვითარების გარანტია. ამ განყოფილებაში  აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით შეიქმნა   „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (რვატომეული), რომლის ახალი რედაქციის მომზადება დღესაც წარმატებით მიმდინარეობს ამავე განყოფილებაში აკად. ავთანდილ არაბულის ხელმძღვანელობით.

მეტყველების კულტურის განყოფილება (ხელმძღვანელითამარ ვაშაკიძე) დაარსდა 1966 წელს. არსებობდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, რომლის ბაზას წარმოადგენდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის აღნიშნული განყოფილება. ის დაარსების დღიდანვე არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციასტანდარტიზაციის პროცესის მთავარი წარმმართველი.

სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება (ხელმძღვანელილია ქაროსანიძე), ამ სახით 2006 წლიდან არსებობს. მანამდე, კერძოდ, 1966 წლიდან ენიმკის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო ტერმინოლოგიის განყოფილება. თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება 1957 წელს დაარსდა. ამ განყოფილებას 1957-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ალექსანდრე კობახიძეგანყოფილებაში მომზადდა მრავალი სხვადასხვა დარგის აკადემიური ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რუსულქართული და ქართულრუსული ლექსიკონი და სხვ.

ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება (ხელმძღვანელი მარინე ბერიძე) ყველაზე ახალგაზრდაა ინსტიტუტში. იგი ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურული ერთეულისლინგვისტური ატლასისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიისგაერთიანების შედეგად. ამ განყოფილების პრიორიტეტებია: ენის დოკუმენტირება თანამედროვე მეთოდებით, ქართული ენის თემატური კორპუსის შექმნა, კორპუსული ლინგვისტიკის ცალკეული საკითხების დამუშავება, კორპუსული ლექსიკოგრაფიის განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვა განყოფილების საქმიანობაში და სხვ.

ინსტიტუტში ყოველწლიურად იმართებოდა და იმართება მრავალი საინსტიტუტო თუ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, სესია, კონფერენცია, კონგრესი. ჩამოთვლილ ღონისძიებებში მონაწილეობენ ჩრდ. კავკასიელი თუ ევროპელი, ამერიკელი თუ აღმოსავლეთის ქვეყნების თვალსაჩინო მეცნიერები.

 საქართველოში არსებული ენათმეცნიერების ინსტიტუტი იყო, არის და იქნება იბერიულკავკასიური ენების შესწავლის აღიარებული მსოფლიო ცენტრი.

როგორც განუმეორებელი შვიდხმიანი ქართული სიმღერითაა მოხიბლული მთელი მსოფლიო, ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის შვიდი განყოფილების უნიჭიერეს ენათმეცნიერთა უნიკალური სამეცნიერო ნამოღვაწარით ენათმეცნიერების ინსტიტუტი მსოფლიო დონის სტანდარტებს ეხმიანება.

 

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018