თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება​

1953 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილება. 1966 წელს იგი გარდაიქმნა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებად. ეს უჯრედი შეიქმნა როგორც სამუშაო ბაზა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიისა (1953 წ.).
განყოფილების მიერ მომზადებული ნორმათა პროექტები განსახილველად წარედგინებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც მოწონების შემთხვევაში მათ დასამტკიცებლად გადასცემდა სამთავრობო კომისიას. სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ ნორმას კანონის ძალა ენიჭებოდა და სავალდებულო ხდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ყველა მომხმარებლისათვის.
1953-1982 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა ივანე გიგინეიშვილი, ხოლო 1982-2006 წლებში – შუქია აფრიდონიძე. 2006 წლის დამლევს კონკურსის წესით განყოფილების ხელმძღვანელად არჩეულ იქნა თამარ ვაშაკიძე.
სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ: ნინო აბესაძე, ლია ლეჟავა, გიორგი შალამბერიძე, კლარა გაგუა, თამარ გვერდწითელი, თამარ ზურაბიშვილი, ვიოლა კალანდაძე, ცირა კალაძე, მარინე კერესელიძე, ვახტანგ მაღრაძე, ასმათ პაპიძე, მანანა ტაბიძე, თინათინ ღვინაძე, მანანა შალამბერიძე, მერი შინჯიაშვილი, ნელი ცქიტიშვილი, ნინო ჯორბენაძე.
ივ. გიგინეიშვილის მიერ მომზადდა და 1970 წელს მისივე რედაქტორობით გამოიცა “თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები” (კრებული პირველი), რომელშიც შესულია ნორმათა დამდგენი სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები.
დამტკიცებული ნორმები მოგვიანებით ქვეყნდებოდა სპეციალურ ბიულეტენებში, რომლებიც საფუძვლად დაედო ნორმების ორ კრებულს.
ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დამკვიდრებას დიდად შეუწყო ხელი ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი ქართული ენის ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოცემამ (1968), რომელსაც წინ უსწრებდა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის სამი გამოცემა (1941, 1946, 1949). 1998 წელს გამოიცა ახალი, შევსებული და შესწორებული ლექსიკონი.
განყოფილება ამზადებდა და სერიულად გამოსცემდა კრებულს “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები”. აქ დაბეჭდილი სტატიების საფუძველზე ხდებოდა ნორმათა პროექტების შემუშავება. დღემდე გამოქვეყნებულია 12 წიგნი.
მეტყველების კულტურის განყოფილება აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის (ქსე) სამეცნიერო რედაქციასთან. ივ. გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სატრანსკრიფციო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სახელების დაწერილობა, არაქართულ სახელთა ქართულად გადმოცემის წესები. ამ მასალის საფუძველზე გამოიცა სათანადო ორთოგრაფიული ლექსიკონები:
1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შემდგენელი კონა გიგინეიშვილი), 1985;
2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ივ. გიგინეიშვილი და სხვ.), 1986;
3. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შ. აფრიდონიძისა და თ. ზურაბიშვილის რედაქტორობით), 1987;
4. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989;
5. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989.
განყოფილების თანამშრომლები რეგულარულად აქვეყნებდნენ სამეცნიერო-მეთოდიკურ წერილებს ჟურნალში ,,ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში’’, აქტიურად თანამშრომლობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ქართული ენის კაბინეტთან – „ქართული ენის საუნჯე”. მათი მონაწილეობით რედაქტირებულ იქნა სხვადასხვა სასკოლო სახელმძღვანელო.
განყოფილება ატარებდა ლექცია-სემინარებს, რომლებზედაც განიხილებოდა პრესაში გამოქვეყნებული მასალა და მათ საფუძველზე მუშავდებოდა რეკომენდაციები. განყოფილების თანამშრომლები ეწეოდნენ საკონსულტაციო მუშაობას სხვადასხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციასთან. ინსტიტუტის ზოგიერთ განყოფილებასთან თანამშრომლობით მუშავდებოდა რეკომენდაციები სამეცნიერო თუ ტექნიკური ტერმინების, სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ტრაფარეტებისა და მსგავსი მასალის ლიტერატურული ენის გასამართავად. ფუნქციონალური სტილისტიკის საკითხები განყოფილების მუდმივი მუშაობის სფეროს წარმოადგენდა (სამეცნიერო ლიტერატურის ენა, კერძოდ, საქმიანი სალიტერატურო ენა, მხატვრული ლიტერატურის ენა და სხვ.). განყოფილების თანამშრომელთა მონაწილეობით მომზადდა ”ჟურნალისტის სტილისტიკური ”ცნობარი (2002 წ).
განყოფილების თანამშრომლები ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობასაც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და საშუალო სკოლაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.
წლების განმავლობაში განყოფილების თანამშრომელთა მიერ შექმნილია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.
გამოიცა ”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი1’’ გამოსაცემად მომზადებულია ”პარონიმთა ლექსიკონი”, აგრეთვე ქართული სიტყვის კულტურის საკითხების ” XIII ტომი.
გამოსაცემად მზადდება ”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის II ტომი.

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს თეორიული და პრაქტიკული მიმართულებით:
I. თეორიული კვლევა გულისხმობს თანამედროვე ენობრივი ვითარების ანალიზს, მაგალითად:
1. მასმედიის ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;
2. სახელმძღვანელოების ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;

3. დარგობრივი მეტა-ენები და ნორმობრივი რეკომენდაციები;

4. ორთოგრაფიული ვარიანტების შეფასებისა და ნორმად ჩამოყალიბების პრობლემები;

5. ტრანსკრიპფციისა და ტრანსლიტერაციის საკითხები გახშირებული ენობრივი კონტაქტების ვითარებაში;

6. ნასესხობათა საკითხი;

7. სტილისტიკის საკითხები;

8. ისეთი თეორიული საკითხების დამუშავება, როგორიცაა ახლადწარმოქმნილ ლექსიკურ ერთეულთა კუმშვა-კვეცის, მრავლობითი რიცხვის, საკუთარ სახელთა (უცხო ენებიდან შემოსული სახელების) დაწერის, ოფიციალური დოკუმენტების სტანდარტების დადგენის, თარგმნილი ინფორმაციის ქართულად გაწყობის, პოლიტიკური ტერმინოლოგიის, კანონთა ენის, საქმიანი ურთიერთობების ენის, ენობრივი ეტიკეტისა და სხვა პრობლემათა გააზრება და სტანდარტიზაცია;
9. ქართული ენის ნორმალიზაციის ისტორიის საკითხებზე მუშაობის გაგრძელება და სხვ.
თეორიული კვლევა წარმოადგენს ბაზას პრაქტიკული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ლექსიკონებისა თუ ცნობარებისათვის, რომლებიც დროულად და მართებულად დააკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას ენობრივ ნორმებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ამ ნორმების უნიფიკაციას, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება ქართული სამწიგნობრო ენის შესწავლისა და ფუნქციონიების მდიდარი ტრადიციები.
II. პრაქტიკული სამუშაოები:
1.სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
2. მუდმივგანახლებადი ორთოგრაფიული ლექსიკონის ელექტრონული და ბეჭდვითი ვერსიების მომზადება;
3. აბრევიაციათა ლექსიკონის მომზადება;
4. პირთა სახელების ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
5. პარონიმთა ლექსიკონის მომზადება;
6. სინტაგმათა ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება (მსგავსად ქსკს-ს VII ტომისა);
7.ლინგვისტური ექპერტიზის სამსახურის ამოქმედება (იგულისხმება ჟურნალისტიკის, კრიმინალისტიკისა თუ საკანონმდებლო სფეროებში წარმოქმნილი ენობრივი წინააღმდეგობები და ენობრივი კონფლიქტები) და ლინგვისტ-ექსპერტთა მომზადება;
8. ქართული სიტყვის კულტურის საკითხების მომდევნო ტომებზე მუშაობა და სხვ.

2018 წლის პირველი იანვრიდან ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში 7 თანამშრომელია

ქართული სიტყვის კულტურის საკითხები

წიგნი პირველი
1972

1. არნოლდ ჩიქობავა, ქართული ენა, როგორც პოლივალენტოვანი სალიტერატურო ენა, გვ. 7_13
2. როგნედა ღამბაშიძე, ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში, გვ. 14_27
3. ბიძინა ფოჩხუა, კონტექსტი და მნიშვნელობა, გვ. 28_37
4. აკაკი შანიძე, ორმაგი გვარის ბრუნებისათვის, გვ. 38_40
5. ვარლამ თოფურია, წმინდა თუ სუფთა?, გვ. 41_43
6. თამარ ზურაბიშვილი, მავრცობი ა თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 44_57
7. ლია ლეჟავა, მსაზღვრელთა რიგი რამდენიმე არაერთგვარ მსაზღვრელებიან შესიტყვებაში, გვ. 58_93
8. ივანე ქავთარაძე, სტატიკურ ზმნათა ერთი ჯგუფის მყოფადისათვის, გვ. 99_105
9. მიხეილ ჭაბაშვილი, მრავლობითი რიცხვში ხმარებული ზოგი არსებითი სახელის შესახებ ქართულში, გვ. 106_118
10. ბეატრისა საბაშვილი, მრავლობითი რიცხვის -თ(ა) სუფიქსიანი ფორმების გამოყენების შესახებ ახალ სალიტერატურო ქართულში, გვ. 119_132
11. თამარ ზურაბიშვილი, ნა- _ -ევ და ნა- აფიქსებით სახელთა წარმოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, გვ. 133_153
12. ვიოლა კალანდაძე, გებულობს, ღებულობს ტიპის ზმნები თანგამედროვე ქართაულში, გვ. 154_177
13. მერი შინჯიაშვილი, ეშინიან თუ ეშინია? ურჩევნიან თუ ურჩევნია? ჰქვიან თუ ჰქვია? გვ. 178_190
14. ნინო აბესაძე, სახელთა შეწყობა ბრუნვებში აციებს ტიპის ზმნებთან, გვ. 191_201
15. ნინო ვაჩნაძე, რუსულ пере-პრევერბიან ზმნათა ქართულად გადმოცემის საშუალებანი (რუსულ-ქართულ ლექსიკონების მიხედვით), გვ. 202_226
16. ნინო ვაჩნაძე, რუსულ до-პრევერბიან ზმნათა ქართულად გადმოცემის საშუალებანი (რუსულ-ქართულ ლექსიკონების მიხედვით), გვ. 227_245
17. ივანე გიგინეიშვილი, უცხოურ პირთა და გეოგრაფიული სახელების ქართულად გადმოცემისათვის, გვ. 246_255
18. ია-ზე და აია-ზე დაბოლოებული ქართული გვარების რუსული დაწერილობისათვის, გვ. 256_258

წიგნი მეორე
1979

1. არნოლდ ჩიქობავა, სალიტერატურო ენა და ნორმა, გვ. 7
2. შუქია აფრიდონიძე, სიტყვათგანლაგება მარტივ თხრობით წინადადებაში თანამედროვე ქართულში, გვ. 16
3. ასმათ პაპიძე, მესამე კავშირებითი თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში, გვ. 54
4. თინათინ ღვინაძე, გვ. კაუზატივის ფორმათა მართლწერისათვის თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 90
5. ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, გარდამავალ ზმნათა მეორე თურმეობითის წარმოება ახალ ქართულში, გვ. 108
6. ცირა კალაძე, საზღვრული სახელის რიცხვი ორ და მეტ მსაზღვრელთან (დიდი და პატარა სახლი თუ დიდი და პატარა სახლები?), გვ. 120.
7. ვიოლა კალანდაძე, რთული სახელებისაგან (კომპოზიტებისაგან) ნაწარმოები ზმნებისა და რთული ზმნების მართლწერისათვის თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 141
8. კლარა გაგუა, სახელთა თავკიდური მ-ს საკითხისათვის თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 157
9. ლია ლეჟავა, -ეთ და -ის აფიქსებიან ტოპონიმთაგან სადაურობის სახელთა წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, გვ. 175.
10. თამარ ზურაბიშვილი, მისცემითისა და სახელობითის გაქვავებულ ფორმათა გამოყენება დროის გამოხატვისას, გვ. 203
11. ბეატრისა საბაშვილი, -ობ-ით სუფიქსით ნაწარმოები ზმნისართები თანამედროვე ქართულ ენაში, გვ. 218
12. ივანე გიგინეიშვილი, ერთი გამოთქმის აღნაგობისათვის ქართულ ენაში, გვ. 230
13. ბიძინა ფოჩხუა, ჩიბუხი _ ყალიონი, 246
14. მიხეილ ჭაბაშვილი, «დაუკრავს“-ზმნის ერთი მნიშვნელობის შესახებ, გვ. 251
15. ნათელა მირიანაშვილი, ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში (თარგმნითი ლექსიკონების მიხედვით), გვ. 256
16. ნინო ვაჩნაძე, რუსულ по-პრევერბიან ზმნათა ქართულად გადმოცემის საშუალებანი (რუსულ-ქართული ლექსიკონის მიხედვით), გვ. 275
17. ალექსანდრე კობახიძე, -щин(а) სუფიქსის შემცველი რუსული სახელების ქართულად გადმოცემისათვის, გვ. 294
18. ლატავრა გელენიძე, დასამზადებელი თუ დამამზადებელი მანქანა? გვ. 304

წიგნი მესამე
1980

1. თინათინ ღვინაძე, ლექსიკურ ნორმათა დარღვევები თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 18
2. თამარ ზურაბიშვილი და ცირა კალაძე, მნიშვნელობის თავლსაზრისით შეუფერებელი სიტყვათშეთანხმებანი თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 55
3. ასმათ პაპიძე, ზმნასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულის პრესის ენაში, გვ. 118
4. ვიოლა კალანდაძე, დარღვევები თანდებულთა გამოყენებისას თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 163
5. თინათინ ღვინაძე, ვნებითი გვარის ფორმათა გამოყენებისათვის თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 241
6. ნელი ცქიტიშვილი, უზუსტობანი წინადადებათა აგების თვალსაზრისით თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 264
7. ლია ლეჟავა, სტილისტიკური შეცდომები წინადადებაში სიტყვათგანლაგებისას თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 295

წიგნი მეოთხე
1981

1. ლია ლეჟავა, მეტყველების კულტურის საკითხები დიმიტრი ყიფიანის «ახალ ქართულ გრამატიკაში“,გვ. 8
2. ელენე კოშორიძე, რ. ინანიშვილის ენის ზოგი თავისებურება, გვ. 21
3. შუქია აფრიდონიძე, ურბონომია და მისი ევოლუცია, გვ. 40
4. შუქია აფრიდონიძე, ანთროპონიმთა ქართული ეროვნული ფორმები, გვ. 55
5. თინათინ ღვინაძე, პარონიმია თანამედროვე ქართულ სიტყვა-ხმარებაში, გვ. 61
6. ლატავრა გელენიძე, ტერმინოლოგიისა და საერთო-სახალხო ენის მიმართებისათვის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებით, გვ. 87
7. გიორგი გოგოლაშვილი, სუბიექტური მესამე პირის -ო სუფიქსის შესახებ თანამედროვე ქართულში, გვ. 93
8. ვიოლა კალანდაძე, პასუხობს ტიპის ზმნები თანამედროვე ქართულში, გვ. 101
9. ასმათ პაპიძე, II კავშირებითის ნაკვთის ფუნქციები და გამოყენება თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 146
10. მურმან სუხიშვილი, «ანუკამ ილანძღა და იგინა“ თუ «ანუკა ილანძღა და იგინა?“, გვ. 183
11. თამარ ზურაბიშვილი, შემასმენლის ერთი სახეობის გამოყენების საკითხები თანამედროვე ქართული პრესის ენაში, გვ. 198.
12. ცირა კალაძე, საზღვრულის რიცხვი სიმრავლის აღმნიშვნელ მსაზღვრელთან, გვ. 215
13. ნელი ცქიტიშვილი, განკერძოებული განსაზღვრების ერთი სტილისტიკური ფუნქციისათვის, გვ. 237
14. ნათელა მირიანაშვილი, შავი ფერის ამსახველი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, გვ. 263
15. მიხეილ ჭაბაშვილი, შორის ელემენტის შემცველი რთული ფუძეების შესახებ, გვ. 279

წიგნი მეხუთე
1983

1. ვარლამ თოფურია, მცირე შენიშვნები ქართულ ლექსიკასა და ლიტერატურულ ენაზე, გვ. 8
2. ივანე გიგინეიშვილი, XVIII ს. პირველი ნახევრის ქართული სალიტერატურო ენა და ვახტანგ მეექვსე, გვ. 13
3. ბესარიონ ჯორბენაძე, მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის ზოგიერთი საკითხისათვის, გვ. 23
4. ავთანდილ არაბული, შენიშვნები სალიტერატურო ენის მოთხოვნათა ზოგი დარღვევის გამო, გვ. 35
5. შუქია აფრიდონიძე, რთული შედგენილობის მიკროტოპონიმთა მართლწერისათვის, გვ. 48
6. ასმათ პაპიძე, მყოფადის კავშირებითის ნაკვთისათვის ქართულში, გვ. 59
7. გიორგი გოგოლაშვილი, ე და ა სუფიქსიანი მეორე კავშირებითის შესახებ ახალ ქართულში, გვ. 81
8. თინათინ ღვინაძე, დარღვევები ვნებითი გვარის ფორმათა მართლწერისას და გამოყენებისას თანამედროვე ქართულში, გვ. 90
9. ნელი ცქიტიშვილი, დანართის ძირითადი სტილისტიკური ფუნქციები და მართლწერასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი, გვ. 113
10. ლეილა გეგუჩაძე, მწკრივთა შესაძლო შეფარდებებისა და დროთა თანმიმდევრობის საკითხები ჰიპოტაქსურ კონსტრუქციებში, გვ. 135
11. ლია ლეჟავა, რთულ წინადადებაში ზმნისართ-კავშირების მართებულად გამოყენების საკითხები, გვ. 165
12. ნათელა მირიანაშვილი, ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები ქართულსა და რუსულში (შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი), გვ. 189
13. ვიოლა კალანდაძე, საშუალო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელოთა ენობრივი დასხასიათება, გვ. 206
14. თინათინ ღვინაძე, ვახტანგ ხმალაძე, საშუალო სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოთა ენის ზოგი საკითხი, გვ. 245
15. თამარ ზურაბიშვილი, საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოთა ენობრივი მიმოხილვა, გვ. 263
16. ცირა კალაძე, საშუალო სკოლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოთა ენობრივი დახასიათება, გვ. 295

წიგნი მეექვსე
1984

1. ლია ლეჟავა, ივანე გიგინეიშვილი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის საკითხები, გვ. 7
2. არნოლდ ჩიქობავა, ხალხი, ენა, მწერალი, გვ. 37
3. ივანე გიგინეიშვილი, პოსტპოზიციური მართული მსაზღვრელი ახალი ქართული ლექსის ენაში, 40
4. ქეთევან ლომთათიძე, დიალექტური ლექსიკის ადგილი სალიტერატურო ენაში, გვ. 64
5. ელენე კოშორიძე, სალიტერატურო ენისა და დიალექტების ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 70
6. ასმათ პაპიძე, აწმყოს კავშირებითის ფუნქციებთან დაკავშირებული ზოგი საკითხი, გვ. 81
7. გიორგი გოგოლაშვილი, მეორე კავშირებითის ფორმათა წარმოების ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულში, გვ. 109
8. თინათინ ღვინაძე, ვნებითი გვარის ფორმათა წარმოებისა და გამოყენების შესახებ «ვეფხისტყაოსნის“ ენაში, გვ. 117
9. ბესარიონ ჯორბენაძე, უარყოფითის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობისათვის ქართულში, გვ. 136
10. ლატავრა გელენიძე, არ/არა-ნაწილაკიანი სახელები ქართულში, გვ. 167
11. მურმან სუხიშვილი, ორშემადგენლიანი უარყოფითი ზედსართავი სახელებისა და ზმნისართების წარმოება თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 175
12. როგნედა ღამბაშიძე, პროფესისს აღმნიშვნელი ტერმინთა წარმოების ზოგი საკითხი, გვ. 182
13. ვაჟა შენგელია, ორი სადაურობის აღმნიშვნელი სახელის მართლწერისათვის, გვ. 192
14. მერი შინჯიაშვილი, განყენებული შინაარსის სახელთა წარმოებასთან დაკვშირებული ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულში, გვ. 195
15. ანტონ კიზირია, ფუძის რედუპლიკაცია, როგორც წინადადების მორეხარისხოვანი წევრის გაფორმების საშუალება, გვ. 227
16. თამარ ზურაბიშვილი, სიტყვა და შესიტყვება (წყალობით, მეოხებით, შემწეობით), გვ. 234
17. შუქია აფრიდონიძე, თანდებულად გამოყენებული ზოგი ზმნისართის ერთი ფუნქციისათვის, გვ. 244
18. ალექსანდრე კობახიძე, «დედაშვილობამ“ _ «დედაშვილობას“ ტიპის ფიცის ფორმულების შესახებ, გვ. 259
19. ნელი ცქიტიშვილი, აბსოლუტივის ფუნქციის მქონე შესიტყვებაქართულში, გვ. 273
20. ალექსი ჭინჭარაული, ეტიმოლოგიური ეტიუდები (ეულ), გვ. 284
21. ნინელი ჭოხონელიძე, ფანტ-, პანტ-, ფანჩ- ფუძეების ისტორიიისათვის ქართულში, გვ. 295
22. მიხეილ ჭაბაშვილი, კვლავ ზოგი ენობრივი შეუსაბამობის შესახებ ჩვენს პრესაში, რადიო- და ტელეგადაცემებში, გვ. 301
23. ცირა კალაძე, სახელ-მამისსახელობითი მიმართვის შესახებ ქართულში, გვ. 309
24. მარინე ოსაძე, რუსული ენის შემაერთებელხმოვნიანი კომპოზიტების ქართულად გადმოცემისათვის, გვ. 330
25. ლია კაიშაური, გერმანული გრაფემის ქართულად გადმოცემის საკითხისათვის, გვ. 337

წიგნი მეშვიდე
1985

სიტყვის ხმარებასთან დაკავშირებული დარღვევების სალექსიკონო მასალები.

წიგნი მერვე
1988

1. ლია ლეჟავა, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორიიდან, გვ. 6
2. როგნედა ღამბაშიძე, ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია. ნორმისა და უზუსის საკითხები, გვ. 27
3. ქეთევან ლომთათიძე, კალკებთან დაკავშირებული ზოგი საკითხი ქართულში, გვ. 39
4. ივანე გიგინეიშვილი, ვასილ ბარნოვის სტილის თავისებურებათა საკითხისათვის, გვ. 69
5. ალექსანდრე კობახიძე, რანეტი თუ რენეტი? გვ. 87
6. მიხეილ ჭაბაშვილი, კუთვნილებითი კომპოზიტების მართლწერისათვის, გვ. 93
7. თამარ სალარიძე, პატივისცემა-საგან ნაწარმოებ სიტყვათა სახეცვლილებანი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 106
8. ინგა ჯიბუტი, მქონებლობის ერთი აფიქსის შესახებ ტერმინოლოგიურ სიტყვაწარმოებაში, გვ. 117
9. ბესარიონ ჯორბენაძე, ფორმათწარმოებაზე მნიშვნელობის ზეგავლენის ერთი შემთხვევისათვის ქართულში, გვ. 124
10. თინათინ ღვინაძე, ვნებითი გვარის ფორმათა გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის ენაში, გვ. 133
11. ასმათ პაპიძე, მყოფადის ხოლმეობითი თანამედროვე ქართულში, 161
12. ვიოლა კალანდაძე, -კენ-თანდებულიანი შესიტყვებები და მათი ფუნქციურ-სემანტიკური ეკვივალენტები თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, 196
13. ნელი ცქიტიშვილი, ჩართული, 241
14. შუქია აფრიდონიძე, ე. წ. «აბსოლიტური სინონიმის“ შესახებ, გვ. 279
15. ლეილა შალვაშვილი, თვით, თვითონ, თავად ნაცვალსახელთა განაწილება თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 293
16. ნინელი ჭოხონელიძე, ზოგი ფუძის ისტორიისათვის ქართულში (1. გრემან-; 2. ფეთ.), გვ. 328
17. მანანა ყუფარაძე, анти- და против- მორფემებით ნაწარმოებ რუსულ ტერმინთა შესატყვისები ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში, გვ. 335
18. ვახტანგ მაღრაძე, მრავლობითის ფორმის მქონე არაქართული გეოგრაფიული სახელების გადმოღებისათვის, გვ. 340
19. მანანა ტაბიძე, ქტემატონიმებისა და პრაგმატონიმების შესახებ ქართულში, გვ. 350

წიგნი მეცხრე
1989

1. არნ. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, გვ. 5
2. ივანე გიგინეიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა, გვ. 20
3. თედო უთურგაიძე, ილია და სალიტერატურო ქართული, გვ. 36
4. შუქია აფრიდონიძე, ილი ჭავაჭავძის სტილისათვის, გვ. 46
5. ნელი ცქიტიშვილი, ჩართულთა ხმარება ილიას პუბლისცისტურ ნაწერებში, გვ. 69
6. ალექსი ჭინჭარაული, ილიასეული სიტყვათხმარებისათვის, გვ. 82
7. ლია ლეჟავა, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრინციპები, გვ. 88
8. ლეილა გეგუჩაძე, ელენე კოშორიძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიდან («ქარუთლი სამართლის ძეგლების“ მიხედვით), გვ. 138
9. ინესა კიკნაძე, ავტორისეული მეტყველების ზოგი საკითხი ქართულ დრამატურგიაში (XIX ს-ის შუა წლები), გვ. 161
10. მელიტა კობალაძე, სოლომონ რაზმაძის ენა, გვ. 185
11. მიხეილ ჭაბაშვილი, გალაკტიონი თუ გალაქტიონი? გვ. 220
12. თამარ ზურაბიშვილი, ა ხმოვანზე დაბოლოებულ სახელთა საკითხისათვის, გვ. 224
13. ლეილა შალვაშვილი, მით _ მისით რიგის ფორმები ქართულში, გვ. 240
14. ასმათ პაპიძე, ზმნურ ფორმათა დროულ-კილოური მნიშვნელობისათვის ზოგიერთი ტიპის შესიტყვებებში, გვ. 255
15. თინათინ ღვინაძე, აღწერითი ვნებითი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში, გვ. 265
16. ივანე გიგინეიშვილი, და კავშირი «ვეფხისტყაოსანში“,გვ. 294
17. ალექსანდრე კობახიძე, სიტყვათა სინონიმური ხმაოებისათვის (ზერელე _ზედაპირული), გვ. 304
18. ნინო აბესაძე, უცხოური წარმოშობის ზოგიერთი ზმნური ფორმისა და მათგან ნაწარმოები სახელების წარმოება ქართულში, გვ. 309
19. ლალი იორდანიშვილი, ნაზმნარ სახელთა წარმოების საკითხები სპორტის (ტანვარჯიშის) ტერმინოლოგიაში, გვ. 332
20. მანანა ტაბიძე, ქართული ჟურნალ-გაზეთების სახელდების მოტივაციისა და სტრუქტურის საკითხები, გვ. 341
21. თეიმურაზ გვანცელაძე, სპეციფიკურ აფხაზურ ფონემათა ქართულად გადმოცემის (ტრანსლიტერაციის) საკითხისათვის, გვ. 374

მეათე წიგნი
1993

1. ვაჟა შენგელია, ავთანდილ არაბული, «საკითხავ“ სიტყვის ისტორიისათვის, გვ. 5
2. ივანე გიგინეიშვილი, ზოგიერთი დაკვირვება გალაკტიონ ტაბიძის ენაზე, გვ. 10
3. ქეთევან ლომთათიძე, ქართული ენის ფონოლოგიური მოდელის დარღვევის გამო წარმოთქმაში, გვ. 28
4. მიხეილ ჭაბაშვილი, ზოგი უცხო სიტყვის მართლწერისათვის, გვ.33
5. ინეზა კიკნაძე, მართლწერის საკითხები XIX საუკუნის ქართულ დრამატურგიაში (40_60-იანი წლები) გვ. 37
6. ლეილა შალვაშვილი, ორთოგრაფიული შენიშვნები, გვ. 76
7. თინათინ ღვინაძე, ვნებითის ზოგი ფორმის მართლწერისათვის, გვ. 84
8. შუქია აფრიდონიძე, ხმამიბაძვითი ზმნების სტრუქტურისა და მართლწერის საკითხები ქართულში, გვ. 92
9. ლია ლეჟავა, აკლია _ უკლია ფორმათა დიფერენციაციისათვის, გვ. 104
10. მანანა ტუსკია, სიტყვაწარმოებითი აფიქსების ფუნქციები და შეხამებადობა ხალხურ ფუძეთა სემანტიკური ჯგუფის მიხედვით, გვ. 118
11. ინგა ჯიბუტი, -იან, -ოვან, -ა სუფიქსთა ფუნქციისათვის ტერმინოლოგიუო სიტყვაწარმოებაში, გვ. 169
12. დამანა მელიქიშვილი, ტერმინოლოგიური სიტყვაწარმოების ზოგადი პრინციპები და ფილოსოფიურ ტერმინთა სისტემატიზაცია გელათის სკოლაში, გვ. 189
13. როგნედა ღამბაშიძე, ანალიტიკურ ტერმინთა სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებანი, გვ. 217
14. ნატო ბურჭულაძე, ტერმინოლოგიურ გამოთქმათა ძირიძთადი სტრუტურული მოდელები და ლექსიკონში მათი ასახვის თავისებურებანი, გვ. 227
15. მანანა ტაბიძე, სემანტიკური გაფართოება-დავიწროების პროცესები ქართულ საკუთარ და საზოგადო სახელებში, გვ. 234
16. ბესარიონ ჯორბენაძე, ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულში, გვ. 266
17. კახა გაბუნია, სივრცული და დროთა მიმართების ამსახველი ზმნისართებისათვის ქართულში, გვ. 279
18. ასმათ პაპიძე, ერთი ტიპის ქონსტრუქციის ევოლუციისათვის ქართულში, გვ. 288
19. მიხეილ ჭაბაშვილი, ზოგი ტიპის ქართული გვარის რუსული დამწერლობისათვის, გვ. 316
20. ვილენა ჯოჯუა, ძველი საქართველოს გეოგრაფიულ სახელთა გადმიოცემისათვის ბერძენ ავტორებთან, გვ. 322

წიგნი მეთერთმეტე
1998

I

1. ლია ლეჟავა, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორიიდან (ნორმალიზაციის პრინციპები გაზ. «კვალში“), გვ. 6
2. რუსუდან საღინაძე, მეოცე საუკუნის დასაწყისის ქუთაისის პრესა მშობლიური ენის საკითხების შესახებ, 43
3. ალექსანდრე კობახიძე, როგორ ვიცავთ ქართული ენის ნორმებს? გვ. 54
4. მარინე კერესელიძე, სონორი თანხმოვნებისა და ხმოვნების უმართებულო ხმარებისათვის საერთაშორისო სიტყვებში, გვ. 76
5. მზექალა შანიძე, ი-ხმოვანფუძიანი საზოგადლ სახელებჰი ქართულში, გვ. 80
6. ქეთევან დათუკიშვილი, რიგობითი რიცხვითი სახელების წარმოებისათვის ქართულში, გვ. 89
7. ასმათ პაპიძე, მსაზღვრლთა ბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები, გვ. 94
8. მურმანა სუხიშვილი, ერთი ტიპის გაორკეცებული სიტყვების შესახებ ქართულში, გვ. 114
9. ვიოლა კალანდაძე, სიმრავლიდან გამოყოფის სემანტიკის მქონე -გან-თანდებულიანი კონსტრუქციები თანამედროვე ქართულში, გვ. 124
10. ლეილა გეგუჩაძე, ერთი კალკირებული ფორმის შესახებ თანამედროვე ქართულში, გვ. 158

II

11. ივანე გიგინეიშვილი, არქაიზმების საკითხისათვის, გვ. 165
12. შუქია აფრიდონიძე, რიტორიკული კითხვები ქართულში: სტრუქტურა და გამოყენება, გვ. 194
13. სალომე ომიაძე, პოლისემიის, ომონიმიისა და პარონიმიის ფუნქციები მხატვრულ ტექსტში (ტარიელ ჭანტურიას პოეზიის მიხედვით), გვ. 207
14. მელიტა კობალაძე, «სიბრძნე სიცრუისას“ სტილისათვის, გვ. 229
15. ელენე კოშორიძე, თამაზ ბიბილურის «წელიწადის დრონი“ (ენობრივი-სტილისტიკური ანალიზი), გვ. 247
16. რამაზ ქურდაძე, ალექსანდრე ყაზბეგის ლექსიკიდან, გვ. 263
17. ნინო ჯორბენაძე, ილია ჭავჭავაძის ენისა და სტილის ზოგი თავისებურება პირადი წერილების მიხედვით, გვ. 276
18. თამარ ზურაბიშვილი, ნელი ცქიტიშვილი, სამეცნიერო ენის სინტაქსური თავისებურებანი, გვ. 290
19. მანანა ტაბიძე, ქართული სამდიცინო ტერმინოლოგიის სტილისტიკურ თავისებურებათა ზოგი ასპექტი, გვ. 309
20. მაია კიკვაძე, ქიმიის ტერმინოლოგიის სტრუქტურული ტიპები ქართულში, გვ. 327

III

21. მიხეილ ჭაბაშვილი, რუსულ პირთა სახელების ქართულად გადმოცემისათვის, გვ. 349
22. ნინო ცქიტიშვილი, ესპანური ბგერების და ბგერათკომპლექსების გადმოცემა ქართულში (ონომასტიკური მასალის მიხედვით, გვ. 388

მეთორმეტე წიგნი
2004

I

1. ლია ლეჟავა, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორიიდან ( სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიები) გვ. 5
2. გუჩა კვარაცხელია, ნორმალიზაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები ვარლამ თოფურიას ენათმეცნიერულ მემკვმდრეობაში, გვ. 74
3. თინათინ ღვინაძე, ვარლამ თოფურია _ ქართული ენის სტილისტიკის მკვლევარი, გვ. 80
4. ლეილა შალვაშვილი, ქართული ენის სახელმძღვანელოები ძველი ქართული ანბანისა და ხმარებიდან გამოსული გრაფემების შესახებს, გვ. 86

II

5. ივანე გიგინეიშვილი (მეცნიერის არქივიდან), რესპუბლიკური პრესის ენობრივი ანალიზი, გვ. 102
6. ასმათ პაპიძე, ზოგიერთი ლექსიკური ტენდეციის შესახებ თანამედროვე (2000-იანი წლების) ქართულ პრესაში, გვ. 125
7. მანანა ტაბიძე, თბილისის ენორივი სიტუაციის ზოგი საკითხი, გვ. 134

III

8. ალექსანდრე კობახიძე, ზოგი ტერმინის დეფინიციისათვის განმარტების ლექსიკონში, გვ. 155
9. ინეზა კიკნაძე, ი-/ე- პრეფიქსებიან ვნებითთა დაბოლოებისათვის მეორე კავშირებითის მრავლობითი რიცხვის მესამე პირში, გვ. 165
10. თედო უთურგაიძე, სუბსტანტური მსაზღვრელი ძველსა და თანამედროვე ქართულში, გვ. 170
11. ოთარ მიქიაშვილი, რუსულის გავლენით გავრცელებული ერთი მოვლენის შესახებ ქართულში, გვ. 178
12. დარეჯან ჩხუბიანიშვილი, ზახ/ძახ ზმნური ძირის ფუნქციონირებისათვის ქართულში, გვ. 194
13. ზაალ კიკვიძე, დედა: დენოტაცია, კონოტაცია და ცნებითი მეტაფორები, გვ. 206
14. ალექსანდრე კობახიძე, ზოგი რამ კომპოზიტის დაწერილობისათვის (ლექსიკონებში სოკოს აღმნიშვნელი სახელების მართლწერასთან დაკავშირებით), გვ. 213
15. შუქია აფრიდონიძე, აბრევიაცია თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში, გვ. 222

IV

16. ელენე კოშორიძე, გიორგი ლეონიძის «ნატვრის ხის“ ენისა და სტილის საკითხები, გვ. 230
17. მარინე კერესელიძე, ლოცვა-დალოცვის ფორმულები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში (ლექსიკურ-გრამატიკული ანალიზი), გვ. 282
18. თამარ ზურაბიშვილი, თარგმნილი მხატვრული ლიტერატურის ენობრივ-სტილისტიკური ანალიზი (ი. ილფისა და ე. პეტროვის რომან «თორმეტი სკამის“ ქართული თარგმანის მიხედვით), გვ. 305
19. თამარ ინჯია, სასვენ ნიშანთა სტილური ფუნქცია გრ. რობაქიძის «გველის პერანგიში“, გვ. 338

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018