საერთაშორისო კონფერენცია

„ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

         ორგანიზატორი

არნ. ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა- თანაორგანიზატორი

 

ჩატარების ადგილი:  საქართველო, თბილისი

ჩატარების თარიღი:  7-8 ივლისი, 2011 .

მიმართულება: გამოყენებითი ენათმეცნიერება - კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსის ლინგვისტიკა

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა: 15 მაისი, 2011 .

შეტყობინება მოხსენების მიღების შესახებ:  30 მაისი

 

   ათასწლეულების მიჯნაზე მკვეთრად გამოიკვეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი ეროვნული ენებისა და კულტურების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ბუნებრივ ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის  აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს პრობლემა დგას ქართული ენის წინაშეც. გადაუდებელ ამოცანად გვესახება ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვის უზრუნველყოფა. ამ ამოცანის გადაჭრა მოითხოვს ქართული ენის მოდელირებას და მასზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების შექმნას.

კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით წარმოებული სამუშაოების წარმოდგენა და შედეგების შეჯამება; სამომავლო ამოცანების დასმა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

 

კონფერენციის თემატიკა:

 

მოხსენების წარდგენის წესი

წინასწარი მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, არაუმეტეს 2 გვერდისა (1000 სიტყვა), Microsift Word-ის ფაილის სახით ან  pdf ფორმატში. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ მოხსენებას უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი ვერსია.  მისამართი:  glmt2011@ice.ge

 

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა (იხ. ბმული) და
თანმხლების" (attachment) სახით გადმოაგზავნონ მისამართზე: glmt2011@ice.ge

 

კონფერენციის მონაწილის სარეგისტრაციო გადასახადი:  50 ლარი

გთხოვთ, სარეგისტრაციო  თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე 20 ივნისამდე:

 

მიმღების დასახელება – სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საიდენტიფიკაციო კოდი 203851242

სს “თიბისი ბანკი” მარჯ. ფილ.

ბანკის კოდი (მფო)TBCBGE2

ანგარიშსწორების ანგარიში – GE72TB1134636080100001

 

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მარიამ მანჯგალაძე

ტელ.: +995 99 2105 140;  +995 32 299 99 41;

ელ. მისამართი:  mariam@ice.ge

 

მარინე ბერიძე

         ტელ.: +995 95 233 44 31

            ელ. მისამართი: marine.beridze@gmail.com

 

      რეგლამენტი

მოხსენება - პრეზენტაცია   -  25 წუთი

სექციური სხდომის მოხსენება - 15 წუთი

მსჯელობა - 5 წუთი