უპასუხეთ კითხვებს:

Gap-fill exercise

Fill in all the gaps, then press "Check" to check your answers. Use the "Hint" button to get a free letter if an answer is giving you trouble. You can also click on the "[?]" button to get a clue. Note that you will lose points if you ask for hints or clues!

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:

ადამიანის შინაგანი ორგანოებია:
(თავის) ტვინი, გული, ფილტვები, კუჭი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელები, საშვილოსნო, შარდის ბუშტი, ფარისებრი ჯირკვალი... - ეს ის ორგანოებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცოცხალია. ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აქვს.
თავის ტვინი ნერვიული სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომლის ფუნქციაც არის აზროვნება, ემოციები, მეხსიერება და მეტყველება.
ეს არის ორგანო, რომელიც სისხლის მოძრაობას აწესრიგებს.
გული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოა. ის შედგება ორი ნაწილისაგან. გულის მთავარი ფუნქციაა სისხლის მიმოქცევაში მონაწილეობა. მამაკაცის გული 300 გრამზე მეტს იწონის, ქალის გულის კი 250 გრამამდეა.
ფილტვები ის ორგანოებია, რომელთა საშუალებით ადამიანი სუნთქავს. ადამიანს ორი ფილტვი აქვს.
კუჭი შინაგანი ორგანოა, რომელიც საყლაპავ მილსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის მდებარეობს. კუჭის მოცულობა დაახლოებით 1 ლიტრია. მასში მუშავდება საკვები.
ადამიანს ბევრი ნაწლავი აქვს. ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.
პანკრეასი 90-100 გრამს იწონის. იგი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. ის საჭმლის მომნელებელი ორგანოა.
ღვიძლი 500-მდე ფუნქციას ასრულებს. ღვიძლში გროვდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებები: A, D, E, K ვიტამინები, მიკროელემენტები, უმთავრესად - რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი. მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადადის სისხლძარღვებში. ღვიძლი ორგანიზმს წმენდს უვარგისი ნივთიერებებისგან.
ნაღვლის ბუშტში გროვდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი, რომელიც გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღვლის ბუშტი მდებარეობს ღვიძლთან ახლოს.
რა ჰქვია თავის ნერვიული სისტემის ცენტრალურ ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის აზროვნება, ემოციები, მეხსიერება და მეტყველება?

რა ორგანოა, რომელიც სისხლის მოძრაობას აწესრიგებს?

რა ორგანოა, რომლის საშუალებითაც ადამიანი სუნთქავს?

სად გროვდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი?