დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 293-29-21
          ფოსტა: contact.icege@gmail.com 



    გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.
    ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
    ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედა-ენა.
    ასევე ბუნებრივია სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენა” აკი ვიღაცისთვის დედა-ენაა.
რა თქმა უნდა, ვისაც თავისი ენა არ უყვარს, სხვისი ენის პატივისცემას ვერ დაიჩემებს, მისთვის ყველა ენა ერთია: ის კოსმოპოლიტია და არა - ინტერნაციონალისტი.
    ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება.

 

გამოვიდა ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” I და II ტომები

(ახალი რედაქცია )

 

 

ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” რვატომეულის ახალი რედაქციის I და I I ტომები.
ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული.

დაიბეჭდა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.
ლექსიკონი ყოველმხრივ არის განახლებული, სახელდობრ: - ქეგლის 1950 წლის I ტომი 700 გვერდს მოიცავდა, ახალი რედაქცია - 1130 გვერდს. I I ტომი იყო 768 გვ. , ახალი - 1680. - პირველ გამოცემაში ა-ბ ასოებზე 11 237 სიტყვა-სტატია შედიოდა, ახალ რედაქციაში – 15 866. I I ტომში იყო 13 696 სტატია, ახალში - 22 000-ზე მეტი. - თითქმის გაოთხმაგდა მყარი ფრაზეოლოგია. - ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით. - დაზუსტდა და შეივსო განმარტებები (მათ შორის, იდეოლოგიური ხასიათისა). - ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები. - სტატიები შეივსო და გამდიდრდა ცოცხალი საილუსტრაციო მასალით.
ახალი რედაქციის I ტომის ღირებულებაა – 50 ლარი, I I ტომისა – 60 ლარი. მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ინგოროყვას ქ. 8, ოთახი 306; ტელ: 293 29 21, 299 99 41.

 

*** ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული ვერსია ***

ახალი ამბები