თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

“მრავალენოვანი კავკასია” არის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.

ჟურნალის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ქართველური და კავკასიური ენების კვლევას;
    მოიზიდოს ახალგაზრდა მკვლევრები;
  • უზრუნველყოს ქართველი და უცხოელი ლინგვისტების კოორდინაცია;
  • ხელი შეუწყოს იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების კვლევის შედეგების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.

ჟურნალში განთავსდება:

  • ლინგვისტური სტატიები (ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკის, სტილისტიკის, ენის ისტორიის, სემანტიკის საკითხებზე);
  • ინტერდისციპლინარული კვლევები (სოციოლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა, ლინგვოკულტუროლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, კომპიუტერული და მათემატიკური ლინგვისტიკა, კორპუსის ლინგვისტიკა…);
  • რეცენზიები იბერიულ-კავკასიურ ენებზე შესრულებული მონოგრაფიების შესახებ.
Close Menu