ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

 

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ I საერთაშორისო სიმპოზიუმზე ლექსიკოგრაფიაში, რომელიც გაიმართება 2010 წლის 14 – 16 მაისს ქ. ბათუმში. სიმპოზიუმს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:

  

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.

 

 სიმპოზიუმის მიზანი:

 

 უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, პრაქტიკული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევრებს, გამომცემლებს, ელექტრონულ ლექსიკონზე მომუშავე პროგრამისტებსა და, ზოგადად, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს;

  • შეაფასოს ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შედეგები განვითარებულ ქვეყნებში, მისი ისტორია და დღევანდელი ვითარება; გააანალიზოს დარგში არსებული პრობლემები და იმსჯელოს ლექსიკოგრაფიის განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე საქართველოში;
  • მოაწყოს დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული ლექსიკონების დემონსტრირება, ახალი იდეების აპრობაცია;
  • წარმოაჩინოს ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობა მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის განათლების, აგრეთვე, ქართული კულტურის განვითარების საქმეში;
  • განსაზღვროს სტრატეგია და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საზოგადოებრივი თუ სამთავრობო უწყებებისათვის.

 

სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. ასევე წარმოდგენილი იქნება ლექსიკოგრაფიული პროექტები,  ელექტრონული და ინტერნეტ-ლექსიკონები.

 

 

სიმპოზიუმის მოხსენებების თემატიკა:

  

  • ლექსიკოგრაფია, ლექსიკოლოგია - თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები;
  • თარგმნითი ლექსიკოგრაფია;
  • ლექსიკონთა აგების პრინციპები;
  • დარგობრივი (ტერმინოლოგიური) ლექსიკოგრაფია;
  • ელექტრონული ლექსიკოგრაფია;
  • ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებული ლექსიკოლოგიური საკითხები.

 

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა ლექსიკოგრაფიულ (ლექსიკოლოგიურ) თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სიმპოზიუმზე გასატანად.

 

 

სიმპოზიუმზე  გაიმართება დისკუსია  მრგვალ მაგიდასთან  შემდეგ თემებზე:

 

ლექსიკონი, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, ლექსიკოგრაფიული პრინციპები და იდეები;

  • ლექსიკოგრაფია და საავტორო უფლებები;
  • ლექსიკოგრაფია და სახელმწიფო;
  • რა ინფორმაციას ინახავს ლექსიკონი ენის შესახებ;
  • ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.

 

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენები:  ქართული,ინგლისური,  რუსული.

 

 

სიმპოზიუმის რეგლამენტი:

 

საჯარო ლექცია    40  წუთი

პრეზენტაცია        25  წუთი

მოხესენება            15  წუთი

მსჯელობა             10  წუთი

 

 

რეგისტრაცია

 

სიმპოზიუმის მონაწილედ დარეგისტრირებისათვის ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

 

მომხსენებლის / სიმპოზიუმის მონაწილის სახელი და გვარი;

  • აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, ორგანიზაცია;
  • მოხსენების სათაური;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომრები).

 

symposium@margaliti.com

 

აღნიშნულ მისამართზე თქვენი მონაცემების გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელ წერილს.

 

 

 

სიმპოზიუმის მოხსენება და თეზისები

 

გთხოვთ სიმპოზიუმის მოხსენების თეზისები გამოაგზავნოთ 2010 წლის 1 მარტამდე  ელ-ფოსტის მისამართზე: symposium@margaliti.com

 

ფონტი: სილფაინი, Times New Roman

ზომა:    12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი თითო ენაზე

თეზისები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე (ქართველი მონაწილეებისათვის).

 

თეზისების მიღებისთანავე დაგიბრუნდებათ შეტყობინება, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა შეესატყვისება სიმპოზიუმის მოთხოვნებს და გადაეცა სარედაქციო კოლეგიას.

 

2010 წლის 1 აპრილს წერილობითი ფორმით გეცნობებათ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია სიმპოზიუმის პროგრამაში.

 

გთხოვთ,  2010 წლის 20 აპრილამდე სიმპოზიუმის სარეგისტრაციო თანხა - 100 ლარი  - გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს „ბაზისბანკი“

ბანკის კოდი: 220101956

მიმღების დასახელება: ა/ა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანგარიშის ნომერი: 133557

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში - 2010

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

 

 

 

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, ნინოშვილის 35;

ტელ./ ფაქსი: 888 222 7 17 97 (პროფ. მარინა გიორგაძე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი)

marina_giorgaze@yahoo.com

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 36

ტელ.: 890 26 95 55 (პროფ. თინათინ მარგალიტაძე, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი)

 

symposium@margaliti.com

.