პარასკევს, 15 დეკემბერს, 14 საათზე, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში პოეტ-აკადემიკოს ანა კალანდაძის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის – „Стихотворения“ წარდგინება.
წელი: 2017
სიახლეები
ამა წლის 19-21 დეკემბერს გაიმართება თსუ არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 76-ე სამეცნიერო სესია. იხ. სესიის პროგრამა და მოხსენებათა თეზისები.
სიახლეები
14-16 ნოემბერს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“, V.
სიახლეები
არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში (ინგოროყვას ქუჩა N 8, II სართული) 2017 წლის 10 ნოემბერს გაიმართება მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ცერცვაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა. დასაწყისი – 14 საათზე
სიახლეები
ამა წლის 3-4 ნოემბერს ქ. ახალციხეში გაიმართება 37-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. კონფერენცია ეძღვნება პროფ. თედო უთურგაიძის 90 წლის იუბილეს. იხ. დღის წესრიგი და დიალექტოლოგიური კრებული
სიახლეები
ამა წლის დეკემბერში გაიმართება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 76-ე სამეცნიერო სესია. მოხსენებათა თეზისები მიიღება 20 ნოემბრამდე. თეზისების მოცულობა − 2 გვერდი, შრიფტი − sylfaen, ტრანსკრიფციისათვის − ICL_Symbol. წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები. თეზისები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com; contact@ice.ge
თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა კონკურსის შედეგები:
ქართველურ ენათა განყოფილება მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება ლექსიკოლოგიის განყოფილება თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება
მიმდინარე კონკურსი
თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ქართველურ ენათა განყოფილება მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება ლექსიკოლოგიის განყოფილება თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება
სიახლეები
5 ოქტომბერს, 12 საათზე, სხდომათა დარბაზში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული დიალექტოლოგიური კორპუსისა და სამეცნიერო მეტაენის კორპუსის, დიალექტოლოგიური ელექტრონული ლექსიკონების (ინგილოური და ფერეიდნული) პრეზენტაცია. ღონისძიება ეძღვნება ბ. ჯორბენაძის 75 წლისთავს.
სიახლეები
4 ოქტომბერს, 12 საათზე, სხდომათა დარბაზში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ლია ქაროსანიძის საჯარო ლექცია თემაზე − თანამედროვე ტერმინოლოგიის პრობლემები.