წელი: 2017

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობის დასაკავებლად. იხ. თანდართული დოკუმენტები: მეცნიერ-თანამშრომელთა არჩევის წესი განცხადება პირადი ანკეტა

სიახლეები

2017 წლის 14-16 ნოემბერს გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კონფერენცია  „სამეცნიერო ტერმინოლოგია“, V. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები  ქართული ტერმინთშემოქმედების მდიდარი ისტორიიდან, განხილული იქნება დარგის წინაშე მდგარი ამოცანები და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების მთავარი დებულებები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე: terminologyge@gmail.com,  l.karosanidze@gmail.com.  

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის პირველ აგვისტოს, ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე შეირჩა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნანა მაჭავარიანის კანდიდატურა. ამავე სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე განყოფილების ხელმძღვანელებად არჩეულ იქნენ: ფილოლ. აკად. დოქტ. მარინე ბერიძე (ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება), ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი , პროფ. […]

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსისათვის საბუთები შემოიტანა პროფ. ნანა მაჭავარიანმა. თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილებათა ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსისათვის საბუთები შემოიტანეს შემდეგმა კონკურსანტებმა:  აკად. გუჩა კვარაცხელია − ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად. აკად. წ/კ ვაჟა შენგელია − მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად. ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი,პროფ. მედეა […]

სიახლეები

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს დირექტორისა და განყოფილებათა ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად. იხ. თანდართული დოკუმენტები: დირექტორის არჩევის წესი განცხადება 1(დირექტორის არჩევნები) განყოფილების ხელმძღვანელის არჩევის წესი განცხადება 2 (განყოფილების ხელმძღვანელის არჩევნები) განცხადების ფორმა პირადი ანკეტის ფორმა (CV)  

სიახლეები

გამოსაცემად მზადდება ყოველწლიური თემატური კრებულის − „ეტიმოლოგიური ძიებანის“ − XIV ტომი. სტატიები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები) მიიღება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (მედეა ღლონტი, რუსუდან რამიშვილი) 30 სექტემბრემდე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:  dodo_mariami@yahoo.com; rusudrami@yahoo.com. ფორმატი – A 4; შრიფტი – სოლფაენი; შრიფტის ზომა – 11; ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5.

სიახლეები

„ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ მორიგი − მე-17 წიგნისათვის სტატიები (ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) მიიღება 15 სექტემბრამდე. წერილებს უნდა დაერთოს რეზიუმე (არაუმეტეს 2 გვერდისა). ფორმატი − A5, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის ზომა − 10, ინტერვალი სტრიქონებს შორის − 1.5. სტატიები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე − burchuladzetea@gmail.com; contact@ice.ge.

სიახლეები

16 ივნისს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამ უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი გამოჩენილი პოეტის – მუხრან მაჭავარიანისადმი.

სიახლეები

5 ივნისს, 12 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებათა ერთობლივ სხდომაზე არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფ. სალომე ომიაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ქართული დისკურსის თანამედროვე ტენდენციების შესახებ“. სხდომა გაიმართება აკადემიის სხდომათა დარბაზში (III სართული).

სიახლეები

ამა წლის 25-28 აპრილს თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო სესია არნ. ჩიქობავას საკითხავები, XXVIII. იხ. სესიის პროგრამა და მოხსენებათა მასალები.