წელი: 2019

სიახლეები

2019 წლის 24 იანვარს გაიმართა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იყო ანგარიშები 2018 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ (მომხსენებლები: განყოფილებათა ხელმძღვანელები და განყოფილებათა წარმომადგენლები, ინსტიტუტის დირექტორი). შეკითხვებზე პასუხებისა და მსჯელობის შემდეგ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიშები.

სიახლეები

2019 წლის 22 იანვარს თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს ვიდეოკონფერენცია ირლანდიელ ტერმინოლოგებთან. ირლანდიელმა კოლეგებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ტერმინოლოგებს ტერმინთბანკის აგებულებისა და პრინციპების შესახებ. ვიდეოკონფერენცია დაიგეგმა ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის (EAFT) მიერ ორგანიზებულ სამიტზე ესპანეთში (საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის საზოგადოება ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრია 2017 წლიდან). ქართული […]

სიახლეები

2019 წლის 8 იანვარს, ტრადიციულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი საენათმეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ვარლამ თოფურიას 118 წლისთავს.  

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2007-2019