თვე: მარტი 2021

სიახლეები

მიმდინარე წლის 6 აპრილს, 12 საათზე, გაიმართება „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი ─ გიორგი გოგოლაშვილი, „სისტემური ენობრივი ცვლილებები, ვარიაციები და ნორმა 1.-ავ და -ამ თემისნიშნიან ორპირიან გარდამავალზმნათა პირველი თურმეობითის ფორმათა შესახებ“ სხდომა ჩატარდება არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.მისამართი: ინგოროყვას ქ.#8, მე-3 სართული, ოთახი #304.

სიახლეები

2021 წლის 4 აპრილს 15-00 საათზე გაიმართება ლექსიკოლოგიის განყოფილების თანამშრომლის, ირინე ასათიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო  – ირინე ასათიანი – 100 სესიის გახსნა – ნანა მაჭავარიანი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი მოხსენებები: 1)      ვაჟა შენგელია – ბგერათშესატყვისობანი ნასესხებ ლექსიკაში – ვარაუდი თუ სინამდვილე? 2)      მედეა ღლონტი  – ქართული ც– ძირის ფუნქციურ-სემანტიკური მიმართულებისათვის („არცოდნა – არცოდვაა“) 3)      ამირან ბასილაშვილი – ზმნისწინის საკითხისათვის უდიურ ენაში 4)      მანანა ბუკია – ერთი მეგრულ-ლაზური […]

სიახლეები

ამა წლის 12 მარტს, 12 საათზე  გაიმართა თსუ არნ. ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოს  სხდომა  დისტანციურად (zoom-ის მეშვეობით).

სიახლეები

5-7 მაისს გაიმართება სამეცნიერო სესია ,,არნოლდ ჩიქობავას საკითხავები”. მოხსენებათა თეზისებს  (მოცულობა – არაუმეტეს ორი გვერდისა) ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (giglemianilela5@gmail.com) მიიღებს ინსტიტუტის სწავლული მდივანი ლ. გიგლემიანი 10 აპრილამდე. ტექსტი აწყობილი უნდა იყოს სილფაინით.

სიახლეები

მიმდინარე წლის 23 მარტს, 12 საათზე, გაიმართება  „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი ─ მედეა  ღლონტი, „ სინონიმურ წყვილთა ფუნქციურ-სემანტიკური ნიშანდებისათვის  ქართულში“. იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

            მიმდინარე წლის 5 მარტს, 12 საათზე, გაიმართა   არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  მორიგი ბეჭდური პროდუქციის პრეზენტაცია. იხილეთ ბმული:პრეზენტაცია

სიახლეები

41-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია 2021 წლის ოქტომბერი თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი საინფორმაციო წერილი პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს  პატივი მოგიწვიოთ  დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2021 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ) მოხსენებების მიღება 25 ივლისამდე. სესიის მოხსენებების თემატიკა: ქართველური ენების დიალექტოლოგიის საკითხები კონფერენცია  ითვალისწინებს პლენარულ და  სექციურ მუშაობას. სესიის რეგლამენტი: […]

სიახლეები

            მიმდინარე წლის 9 მარტს, 12 საათზე, გაიმართება  „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა. მომხსენებელი ─ თეა ბურჭულაძე, „ზეპირი მეტყველების სინტაქსის ზოგი საკითხი“. იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09