თვე: აგვისტო 2021

სიახლეები

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  (10 წლის ვადით – ერთი საშტატო ერთეული) სამსახურში მისაღებად.  კონკურსი   გამოცხადდა  2021  წლის   12 აგვისტოს    საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს 2021 წლის   13 სექტემბრიდან     2021  წლის     17 სექტემბრის   ჩათვლით .  ინფორმაცია იხ. მიმაგრებული ფაილის სახით. დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმული

სიახლეები

მეშვიდე ადგილობრივი კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“ გაიმართება 2021 წლის 7-9 დეკემბერს თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი გიწვევთ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ადგილობრივ კონფერენციაზე. კონფერენციის ძირითადი საკითხები:  დარგობრივი ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიური პოლიტიკა (ისტორია და თანამედროვეობა). დრო: მომხსენებელი — 15 წუთი მსჯელობაში მონაწილე — 5 წუთი საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება კრებულ […]

სიახლეები

41-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია 2021 წლის ოქტომბერი თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი საინფორმაციო წერილი პატივცემულო კოლეგებო! გვაქვს პატივი მოგიწვიოთ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ჩატარდება 2021 წლის ოქტომბერში (ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო დამატებით გეცნობებათ). სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის მისამართი:giglemianilela5@gmail.com   […]

სიახლეები

პატივცემულო კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის 9-11 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართება ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VI  საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნება პრობლემას „გრამატიკული კატეგორიები იბერიულ-კავკასიურ ენებში“. გ ა ც ნ ო ბ ე ბ თ, რომ მოხსენებათა თეზისების მიიღება გრძელდება ა. წ. 1 5  ა გ ვ ი ს ტ ო მ დ ე

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2007-2020