თვე: ოქტომბერი 2021

სიახლეები

წერილების მიღება ყოველწლიური თემატური კრებულისათვის „ეტიმოლოგიური ძიებანი XVIII“  (2021 წ.) გრძელდება ა. წ. 1 5   ნ ო ე მ ბ რ ა მ დ ე. წერილს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 1 გვერდისა). ავტორებს ვთხოვთ: წერილს დაურთონ საძიებლისათვის განკუთვნილი ნუსხა ძირ-ფუძეებისა, და იგივე ძირ-ფუძეები წერილის ტესტში წითლად მონიშნონ. წერილის ელქტრონული ვერსია  მიიღება ელექტრონულ მისამართზე: […]

სიახლეები

ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  მეცნიერ თანამშრომელთა  (4 წლის ვადით ) სამსახურში მისაღებად.   კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად: ქართველურ ენათა განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (შვიდი) მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი) მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა („მიკე“)განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1, 0  საშტატო ერთეული (შვიდი) ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება: […]

სიახლეები

ა.წ. 23 ოქტომბერს, 15.00 საათზე თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი  მართავს საჯარო სხდომას მიძღვნილს აკად. თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 92 წლის აღსანიშნავად ყველა მსურველს გთხოვთ შემოგვიერთდეთ ზუმის პლატფორმაზე: https://zoom.us/j/3266536099 Meeting ID: 326 653 6099

სიახლეები

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს,14სთ-ზე გაიმართება „საინსტიტუტო სემინარის“ მორიგი სხდომა, მომხსენებელი – ნოდარ არდოტელი.მოხსენების თემა: კლასის გრამატიკული კატეგორია იბერიულ-კავკასიურ ენებში. იხილეთ ბმული:https://us02web.zoom.us/j/6400564681?pwd=bjY1bE8xMjVzdE00c0ZLTzNpV05sUT09

სიახლეები

2021 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  (10 წლის ვადით – ერთი საშტატო ერთეული) სამსახურში მისაღებად.   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს:  2021 წლის   9 ნოემბრიდან     2021  წლის     12 ნოემბრის   ჩათვლით,  11.00-დან – 16.00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევით ერთეულში – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი:    თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი № 306. ტელ.: 293 29 21 ;  […]