თვე: დეკემბერი 2021

სიახლეები

24 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,სიტყვარის” – პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ახალი გამოცემის პრეზენტაცია.ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლია ქაროსანიძემ.მომხსენებელი: ლია ქაროსანიძე.პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში გამოცემული ლექსიკონები და სახელმძღვანელოები, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის […]

სიახლეები

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა განახორციელა ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსი ,,ანიდან ჰოემდე“. კონკურსის მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში  ქართული მეცნიერების პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან მათი დაახლოება. გამოვლინდნენ საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების ავტორები. დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, 19 […]

სიახლეები

2021 წლის 21–23 დეკემბერს გაიმართება თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მე-80 სამეცნიერო სესია. ეძღვნება ინსტიტუტის 80 წლისთავს. იხილეთ ბმული: პროგრამა

სიახლეები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გამოცემები, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება ჩაერთო ელექტრონული ლიცენზიის პარტნიორობაში „ებსკოსთან“ (EBSCO Publishing), რომელიც მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ჟურნალებისა და ელექტრონული წიგნების გამავრცელებელი გამომცემლობაა. გამოცემების სრული ტექსტების ნახვა შესაძლებელია EBSCOhost™-ის ბაზებში.

სიახლეები

მიმდინარე წლის 7–8 დეკემბერს, გაიმართება VII ადგილობრივი კონფერენცია„სამეცნიერო ტერმინოლოგია“. იხილეთ ბმული: პროგრამა

სიახლეები

„საენათმეცნიერო ძიებანის“ მორიგი (43-ე) ტომისათვის წერილების მიღება გრძელდება 2022-ის 15 იანვრამდე. წერილს უნდა დაერთოს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (ქართული ვარიანტითურთ). წერილი უნდა გაფორმდეს წინა ტომმებში დადგენილი წესებისამებრ. წერილის ელქტრონული ვერსია  მიიღება ელექტრონულ მისამართზე: grusidan@mail.ru