_ ხვალ თავისუფალი ხარ?

_ კი, ჯერჯერობით არაფერი მაქვს დაგეგმილი.

_ ძალიან კარგი, მეგობრები ვიკრიბებით, გადავწყვიტეთ, ქალაქგარეთ წავიდეთ.

_სიამოვნებით წამოვალ, ქალაქგარეთ გასეირნება დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა. რით მივდივართ?

_ თბილისიდან სამარშუტო ტაქსით, მერე ფეხით გავისეირნებთ. მწვადის შეწვასაც ვაპირებთ.

_ კარგია. მწვადს ვინ შეწვავს?

_ ირაკლი, კულინარია მისი ჰობია და თავისუფალ დროს ხშირად ამზადებს ხოლმე უგემრიელეს საჭმელებს.

_ ერთი სული მაქვს, როდის წავალთ. ჩემი ჰობი მინდვრის ყვავილების შეგროვება და თაიგულების გაკეთებაა. ამ სეზონზე ულამაზესი ყვავილები ყვავის. ხვალ ყველას გაგიკეთებთ ლამაზ თაიგულებს.

_ დიდი მადლობა. ხვალამდე.