გრამატიკა

IDevice Icon

მოთხრობითი ბრუნვის ფუნქცია

მოთხრობითი სპეციფიკური ბრუნვაა, რომლის ანალოგიც ბევრ ენაში არ არსებობს; ან არსებობს, მაგრამ ოდნავ შეცვლილი გრამატიკული მნიშვნელობით...

მოთხრობითს ერთადერთი ფუნქცია აქვს _ ეს არის სუბიექტის ბრუნვა გარდამავალი (ასევე გარდაუვალი მედიოაქტიური) ზმნების მეორე სერიის ფორმებთან. ზმნა ამ დროს შეიძლება იყოს ორპირიანი ან სამპირიანი.

ხმოვანფუძიანი სახელები ბრუნვის ნიშნად -მ სუფიქსს დაირთავენ, თანხმოვანფუძიანებში ბრუნვის ნიშანია -მა.

„იცის“ და „უწყის“ პირველ სერიაშიც მოთხრობით ბრუნვას მოითხოვენ: იცის მან, უწყის მან.

 

  • ტექსტებიდან ამოწერეთ მოთხრობითი ბრუნვის ფორმები ორ რიგად: ერთ რიგში ხმოვანფუძიანები წარმოადგინეთ, მეორეში - თანხმოვანფუძიანები.

 

  • ამოიწერეთ ტექსტიდან სახელები მოთხრობით ბრუნვაში და შეადგინეთ თითო–თითო წინადადება.

 

  შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P102/1