_ ბორბალი ისეთ მარტივ მექანიზმად გვეჩვენება, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, რამდენად მნიშვნელოვანი გამოგონებაა იგი. როგორც ცნობილია, ბორბალმა განსაზღვრა კაცობრიობის ისტორია.

_ რა თქმა უნდა. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება. მან საფუძველი ჩაუყარა ყველა მექნიზმს საათიდან ორთქლის ძრავამდე და კომპიუტერის დისკის დრაივერამდე.

_ როდის და სად გამოიგონეს ბორბალი?

_ ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ბორბალი შუმერებმა გამოიგონეს დაახლოებით 6000 წლის წინ. დაახლოებით ამავე პერიოდში იგი გამოჩნდა ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალურ ევროპაში.

_ ცნობილია, რომ თავიდან ის არც ისე პოპულარული იყო.

_ ბუნებრივია. სწორი გზების ნაკლებობის გამო, ბორბალს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. თანდათანობით ადამიანებმა სულ უფრო მეტი ტერიტორია აითვისეს დასასახლებლად და მუდმივად იგებოდა ახალი ბილიკები, სადაც საზიდრები გავლას შეძლებდნენ, ამან კი გაცილებით გაზარდა ბორბლის გამოყენება და შრომის ნაყოფიერება. ჩვეულებრივმა ბორბალმა დასაბამი მისცა წყლის ბორბალსა და ქარის წისქვილს, რომლებმაც მოგვცეს ენერგია. მოგვიანებით განვითარდა გადასაზიდი საშუალებები და ეტლები, რამაც თავისი როლი ითამაშა ომებსა და მოგზაურობებში.