წარმოიდგინე, ქაღალდი რომ არ არსებობდეს, ნეტავ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?

_ არ გვეცოდინებოდა ჩვენი წარსული, არ გვექნებოდა წერილობითი ლიტერატურა, ფოტო, უამრავი სხვა რაღაც.

_ ქაღალდი ჩინელებმა გამოიგონეს ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, არა?

_ კი, მანამდე ადამიანები წერდნენ ქვიშაზე, მიწაზე, თიხის ფირფიტებზე, ტყავზე, პაპირუსზე...

_ როდის გამოჩნდა ქაღალდი ევროპაში?

_ საკმაოდ გვიან, მეთერთმეტე საუკუნეში. სხვათა შორის, სწორედ ამ დროიდან დაიწყეს მისი გამოყენება საქართველოშიც. უფრო ადრე, მერვე საუკუნის შუა ხანებში, ქაღალდის წარმოების ტექნოლოგიას არაბები გაეცნენ. მათ დახვეწეს და განავითარეს ქაღალდის წარმოება.