გრამატიკა

IDevice Icon

მიცემითი ბრუნვის ფუნქციები

მიცემითი გარდამავალი ზმნების სუბიექტის ბრუნვაა მესამე სერიის მწკრივებში: ბავშვ- დავალება დაუწერია.

სუბიექტისავე ბრუნვაა მიცემითი ერთპირიან ზმნებთანაც:

კაც- სიცივისგან აკანკალებს; ძაღლ- შია.

მიცემითი არის ირიბი ობიექტის ბრუნვა: ბავშვი დედა- წერილს სწერს.

ირიბი ობიექტი ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია (ბრუნვაუცვლელია).

მიცემითი არის პირდაპირი ობიექტის ბრუნვა: ბავშვი წერილ- წერს.

პირდაპირი ობიექტი მიცემით ბრუნვაში დგას მხოლოდ პირველი სერიის ფორმებთან. მეორე და მესამე სერიებში ის სახელობით ბრუნვაში გადადის: ბავშვმა წერილ- დაწერა.

დროის შინაარსის გამომხატველ სახელებთან მიცემითის ფორმა დროის გარემოების მნიშვნელობას იძენს: სამ დღე- დარჩება; საღამო- მოვა; ამ კვირა- ჩამოდის; მომავალ წელ- გაკეთდება...

თანდებულიანი მიცემითი

მიცემით ბრუნვას დაერთვის ოთხი თანდებული: -ვით, -თან, -ზე, -ში.

-ვით თანდებული მსგავსებაზე მიუთითებს; მიცემითში დაერთვის როგორც თანხმოვანფუძიან, ისე ხმოვანფუძიან სახელებს. ბრუნვის ნიშანი გავრცობილი სახითაა წარმოდგენილი: ბავშვ-სა-ვით, შენ-სა-ვით...

-თან თანდებულის ფუნქციაა აღნიშნოს: ) ადგილი, საგანთან სიახლოვე, ახლოს, გვერდით ყოფნა, თანაობა, ერთად ყოფნა: სახლ-თან, ბავშვ-თან, მაგიდასთან, შენ-თან...

-ზე თანდებულის ფუნქციაა: ) გამოხატოს საგნის ზედაპირზე მყოფობა (მკერდ-ზე, ჭერ-ზე, გზა-ზე...); ) გადმოსცეს დრო (გაზაფხულ-ზე, საღამო-ზე...); ) შეუძლია გამოხატოს ხარისხობრივი მიმართება (თქვენზე უფროსი, ქვიშაზე უმრავლესი...).

-ში თანდებული გამოხატავს: ) შიგ (შიგნით) მყოფობას (ეკლესია-ში, სკოლა-ში, ჭიქაში...); ) გადმოსცემს დროს (ბავშვობა-ში, [ამა და ამ] საუკუნე-ში...); ) გამოხატავს შინაარსს `შორის~ (ქალებ-ში, ფრინველებ-ში, ცხოველებ-ში...).

 

  • ტექსტში მსოფლიოს ულამაზესი ქალაქებიგახაზეთ საზოგადო სახელთა მიცემითი ბრუნვის უთანდებულო ფორმები.

 

  • დაწერეთ სამ-სამი წინადადება -ვით, -თან, -ზე, -ში თანდებულიანი მიცემითი ბრუნვის გამოყენებით.

 
შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P103/2