_ სად მიედინებიან მდინარეები და რით საზრდოობენ ისინი?

_მდინარეები მიედინებიან თავიანთ კალაპოტში. ისინი საზრდოობენ მიწისქვეშა და ზედაპირული (წვიმის, თოვლის, მყინვარების) წყლებით.

_ კიდევ რა შეგიძლია გვითხრა მდინარის შესახებ?

_მდინარეს აქვს სათავე _ ადგილი, საიდანაც იწყება და შესართავი _ ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება _ მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.

_ რა როლს თამაშობენ მდინარეები სახალხო მეურნეობაში?

_ ისტორიულად და დღესაც, მდინარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სახალხო მეურნეობაში. მდინარე არის სასმელი და სამრეწველო ანუ ინდუსტრიული წყლის წყარო, ჰიდროენერგია სწორედ მდინარეების წყლით გამომუშავდება. დიდი მდინარეები სატრანსპორტო, კერძოდ, წყლის ტრანსპორტის (გემების, ნავების, ბორნების), მიმოსვლისათვისაც გამოიყენება. მდინარეებში ვხვდებით სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პლატინა, ალმასი და სხვა) ქვიშრობულ საბადოებს.

_ რა საფრთხეს უქმნის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეებს?

_ მდინარეთა ერთი ნაწილი, ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებში, დაბინძურებულია, რაც იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს. ამ ქვეყნების მთავრობები მიმართავენ ყოველ ღონეს - საკანონმდებლოს, სანიტარულს, ტექნიკურს, რათა შეზღუდონ ან თავიდან აიცილონ მდინარეებში სამრეწველო ნარჩენების მოხვედრა. რა საფრთხეს უქმნის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეებს?

_ მდინარეთა ერთი ნაწილი, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, დაბინძურებულია, რაც იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს. ამ ქვეყნების მთავრობები მიმართავენ ყოველ ღონეს - საკანონმდებლოს, სანიტარულს, ტექნიკურს, რათა შეზღუდონ ან თავიდან აიცილონ მდინარეებში სამრეწველო ნარჩენების მოხვედრა.