_ მარი, გუშინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე ტელევიზიით.

_ რა მოხდა?

_ქართველმა მსჯავრდებულმა, კუკური სალბიშვილმა გინესის რეკორდი გააუმჯობესა, ის ერთ წუთში 49-ჯერ აიზიდა. რეკორდის დამყარების დროს ის ორ თითს ეყრდნობოდა.

_წუთში 49 აზიდვა ძალიან ბევრია?

_რა თქმა უნდა. მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წინა რეკორდი.

_ სალბიშვილი სპორტსმენია?

_ არა, პროფესიონალი სპორტსმენი არ არის. ციხეში დაუწყია ვარჯიში. სხვათა შორის, 2013 წლის 19 მარტს მან კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და შუა თითზე 17 აზიდვა შეასრულა. მარტში დამყარებული რეკორდი შესულია აზიის რეკორდების წიგნში. სხვათა შორის, მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი პირველი ქართველი პატიმარია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.