_ ნინო, გაიგე, გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რეკორდი დამყარდა?

_ აქამდე არ გვყოლია ქართველი რეკორდსმენები?

_როგორ არა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გინესის რეკორდების მსაჯი საქართველოს ტერიტორიაზე აკვირდებოდა პროცესს.

_ახალი რეკორდსმენი ვინ არის?

-საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი.

-რამდენი წლის არის?

_თხუთმეტის.

-სპორტსმენია?
_ არა, რეკორდსმენი I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში გახდა. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა.
_ მანამდეც არსებობდა მსგავსი რეკორდი?

_ კი, ედუარდმა წინამორბედი რეკორდსმენის, ბრიტანელი ტინეიჯერის, ჩარლი ჯოზეფ მაკდონელის შედეგი 1,5 წამით გააუმჯობესა.
- სად დაფიქსირდა რეკორდი?

_ბათუმში, იუსტიციის სახლში. პროცესს უშუალოდ აკვირდებოდა და მსაჯობდა გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი შეიდა სუბას გენიჯი, რომელმაც რეკორდის დამყარების შემდეგ ედუარდ სააკაშვილს წარმატება მიულოცა და მას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.