გინესის რეკორდების წიგნის ძირითადი ორგანიზაცია და გამომცემლობა მდებარეობს ინგლისში, ლონდონში. თითოეული კანდიდატი აგზავნის წერილს ამ ორგანიზაციაში ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზევე უნდა შეავსოს კანდიდატმა ფორმულარი, რომელიც განთავსებულია გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ ვებგვერდზე. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში იღებთ პასუხს თქვენს განცხადებაზე ლონდონიდან. განცხადების გაკეთება აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ თუ ვინმეს სურს, ექვს კვირაზე ადრე მიიღოს დაჩქარებული პასუხი, მაშინ მან ამისათვის უნდა გადაიხადოს 400 ბრიტანული ფუნტი. აღსანიშნავია, რომ რეკორდის დამყარების შესახებ ინფორმაციის დაჩქარებულ თუ დროულ დამუშავებას შინაარსობრივ მხარეზე არავითარი გავლენა არ აქვს. კანდიდატს დადებითი და უარყოფითი პასუხის შესახებ წერილობით ეცნობება.