დედა ტერეზა გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. დედა ტერეზა იყო თავისი გამონათქვამებით, რომლებიც ადამიანებს სითბოს გაცემისაკენ, სიყვარულისა და ჰარმონიული თანაცხოვრებისაკენ მოუწოდებდა. დედა ტერეზა გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. იგი ცნობილი რამდენიმე მათგანი საქვეყნოდაა ცნობილი, თარგმნილი მსოფლიოს მრავალ ენაზე და ჰუმანიზმის უდიდეს გამოვლინებად მიიჩნევა, მაგალითად:

მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.

მშვიდობა ღიმილით იწყება.

ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას.

მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენს ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე რომ, განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ.

მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.

სიყვარული არის ხილი, რომელიც ყველა სეზონზე ხარობს.

თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.