ჩარლი ჩაპლინი

აინშტაინს ძალიან მოსწონდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები და დიდი სიმპათიით იყო გამსჭვალული როგორც მისი პიროვნების, ასევე მისი ტრაგიკული პერსონაჟების მიმართ. ერთხელ მან ჩაპლინს ტელეგრამა გაუგზავნა:

თქვენი ფილმიოქროს ციებ-ცხელებაგასაგებია მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გახდებით სახელოვანი ადამიანი. აინშტაინი.“

ჩაპლინმა უპასუხა:

მე თქვენით უფრო აღფრთოვანებული ვარ. თქვენი ფარდობითობის თეორია არავის ესმის მსოფლიოში, მაგრამ თქვენ უკვე გახდით სახელოვანი ადამიანი. ჩაპლინი.“