გრამატიკა

IDevice Icon
წოდებითი ბრუნვა

 

წოდებითი ბრუნვის ნიშანი ორი სახით გვხვდება; თანხმოვანფუძიანებთან გვაქვს -ვ (კაც-ო, ქალ-ო, მეგობარ-ო...), ხოლო ხმოვანფუძიანებთან -ვ (ბავშვობა-ვ, სტუდენტობა-ვ...).

ზოგ ერთ- და ორმარცვლიან ხმოვანფუძიან სახელში ბუნებრივია

-ო დაბოლოებაც: და-ო, მზე-ო, დედა-ო...

წოდებით ბრუნვას ერთადერთი _ მიმართვის ფუნქცია აქვს:

შვილო, ის წიგნი მომიტანე.

ძმაო, დღეს რა გეგმები გვაქვს?

მეგობარო, ყიფშიძის ქუჩას ვერ მიმასწავლი?

სხვა ბრუნვებისგან განსხვავებით, წოდებითი სიტყვების ერთმანეთთან დამაკავშირებლად არ გამოიყენება და არც ზმნურ კონსტრუქციებში შედის. ამ მხრივ წოდებითი ბრუნვა მკვეთრად არის განსხვავებული ყველა დანარჩენი ბრუნვისგან.

თუ სახელი წოდებითშია, ის შეიძლება ისევ წოდებითის ფორმის მქონე სახელს დაუკავშირდეს:

ჩემ- კარგ- ქვეყანა-, რაზედ მოგიწყენია!

რას გვიბრძანებ, დიდო სარდალო?

ჩემო კარგო, დღეს რა გაგიკეთო სადილად?

 

  • დაწერეთ შვიდი წინადადება წოდებითი ბრუნვის ფორმების გამოყენებით.
  • დაწერეთ შვიდი წინადადება წოდებითი ბრუნვის მიხედვით შეთანხმებული მსაზღვრელ საზღვრულის გამოყენებით.

ნიმუში: ძვირფასო მეგობარო, დღეს სადილად გეპატიჟები ჩემს ოჯახში.

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P107/1