_ გუშინ რადიოში გადაცემას მოვუსმინე, ყველაზე იშვიათი პროფესიების შესახებ საუბრობდნენ.

_ რა საინტერესოა, რომელია ყველაზე იშვიათი პროფესია?

_როგორც გადაცემიდან გავიგე, რამდენიმე ასეთი პროფესია არსებობს.

_ მართლა? მაინც?

_ მაგალითად, წიწილების სქესის დამდგენი. ამ პროფესიის წარმომადგენლებს უწევთ დღეში ათასობით წიწილას დააკვირდნენ და გაარჩიონ მათი სქესი.

_წარმოდგენა არ მაქვს, ეს რაში სჭირდებათ, მაგრამ აშკარად რთული უნდა იყოს.

_ მეც გუშინ გავიგე, თურმე წიწილასათვის ერთი დღე-ღამის ასაკის შესრულების შემდეგ აუცილებელია განისაზღვროს მისი სქესი, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული წიწილების კვებისა და მოვლის რეჟიმი.

_ საინტერესოა, რამდენს უხდიან?

_წარმოდგენა არა მაქვს.