* * *

_ მომილოცე, დათო, ორი დღეა, ახალი სამსახური დავიწყე.

_ მართლა? გილოცავ, რამე საინტერესოა?

_ კი, თუკი ფიქრობ, რომ ძიძობა კარგი სამსახურია, მაგრამ ბავშვები დიდად არ გიყვარს, თუ მოგწონს სახლში ჯდომა, არაფრის კეთება და გინდა ამაში ვინმემ ფული გადაგიხადოს, მაშინ ეს ზუსტად საშენო საქმე ყოფილა.

_ დამცინი? თუ სახლში ზიხარ და არაფერს აკეთებ, ხელფასს ვინ გადაგიხდის?

_ საქმე ისაა, რომ ბევრ მდიდარ ადამიანს, მიუხედავად ათასნაირი სიგნალიზაციისა, უჭირს სახლის დატოვება უპატრონოდ. ამიტომ ისინი ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც მათ არყოფნაში სახლს მიხედავენ. მოკლედ, სახლის ძიძა ვარ. არა მგონია, ცუდი იყოს ტელევიზორთან უსაქმოდ ჯდომა და ამაში ფულის აღება.

_ ჰო, რა გითხრა... აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ.