ჩასვით წინადადებებში სათანადო სიტყვები

წარმატებული მისაბაძ გულისგულში გავლენიანი ენთუზიაზმის ფორმულა გასაღები
ჩვენ, ყველას, გვსურს, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ჩვენი სურვილები, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანი ახერხებს ამას. ადამიანები ცდილობენ მოძებნონ წარმატების , გაიგონ, თუ რა არის წარმატების . სხვათა შორის, ცნობილი დეტექტივების ავტორი არტურ კონან დოილი ფიქრობდა, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, „ გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ”.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე და გავლენიანი პოლიტიკოსი, უინსტონ ჩერჩილი, კი ფიქრობდა, რომ „წარმატება არის დამარცხებათა სერია დაკარგვის გარეშე“.
ყოველ ეპოქაში არსებობენ მსოფლიო მასშტაბით პოპულარული და წარმატებული ადამიანები, რომლებსაც გამოცემები ან გამოკითხვები ავლენენ და მილიონობით ადამიანისათვის მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ.