წარმატების ფორმულა 

ჰარვარდის უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებში პირველ ადგილს არავის უთმობს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, ბიზნესმენები, ლიდერები არიან. სწორედ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით „ფორმულა“, რომელსაც ისინი წარმატებისაკენ მიჰყავს:

· თუ თქვენ ახლა დაიძინებთ, აუცილებლად დაგესიზმრებათ თქვენი ოცნება, მაგრამ თუ ძილის ნაცვლად დავალებებს შეასრულებთ, მომავალში აუცილებლად აისრულებთ ოცნებას!

· როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე ძალიან გვიანია, სინამდვილეში ძალიან ადრეა!

· სწავლის სიმძიმე და ტანჯვა დროებითია, ხოლო უცოდინრობით მოსალოდნელი ტანჯვა მარადიული!

· განათლება დრო არ არის, განათლება ძალისხმევაა!

· ცხოვრება არ არის მხოლოდ სწავლა, თუ არ შეგიძლია ეს მცირე დაბრკოლება გადალახო, მაშინ სხვა რაღა უნდა შეძლო?

· დატვირთვა და ძალისხმევა შეიძლება სიამოვნებად აქციო!

· წარმატებით ტკბობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც ყველაფერს სხვაზე ადრე აკეთებს და იკრებს მთელ ძალისხმევას.

· წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ წარმატება თან სდევს მათ, ვისაც შეუძლია თვითგანვითარება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ამოცანის სწორად განსაზღვრა.

· დრო მიფრინავს!

· თუ დღესვე არ დაიწყებ სიარულს, ხვალ სირბილი მოგიწევს!

· ადამიანები, რომლებიც მომავალში დებენ ინვესტიციას, რეალისტები არიან!

· შენი ხელფასი პირდაპირპროპორციულია შენივე განათლების დონისა!

· დღევანდელი დღე აღარასოდეს განმეორდება!

· ოფლს თუ არ დაღვრი – ფულს ვერ იშოვი!