კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ დიალოგები:

Կարդացե՛ք երկխոսությունները.

dialoqları oxuyun:

_გიგა, შენ სადაური ხარ?

_მე კახელი ვარ. თელავიდან. შენ?

_მე ქართლელი ვარ, გორიდან.

_სასიამოვნოა. გორი დიდი ქალაქია?

_არა, გორი დიდი ქალაქი არ არის.

_თეკლა, ეს პატარა გოგო ვინ არის, იცნობ?

_რომელი?

_აი ეს ლამაზი ბავშვი, იქ დგას, მომესალმა და ვერ ვიცანი!

_ის არის ქეთის პატარა და - ანა, შენ იცნობ მას!

_ ვწუხვარ, არა, ვერ ვიცანი, სად არის ქეთი?

_ქეთი სოფელშია.

_როდის ჩამოდის თბილისში?

_დღეს.

_კარგი, მომიკითხე, ნახვამდის!

_ნახვამდის ელენე!

 

  • უპასუხეთ კითხვებს:
  • Պատասխանե՛ք հարցերին.
  • Suallara cavab verin:


_სადაურია გიგა?

_რამხელა ქალაქია გორი?

_ქეთის და ლამაზია?

_სად არის ქეთი?

_როდის ჩამოდის ქეთი?

 

  • შეასრულეთ წერითი დავალება
  • Կատարեք գրավոր առաջադրանքը
  • Yazılı tapşırığı yerinə yetirin

11P2


დაასრულეთ წინადადებები:

Ավարտե՛ք նախադասությունները.

Cümlələri bitirin:

 


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ნიკა სოფელში დაიბადა. მის სოფელს სკრა ჰქვია. იქ არის მისი სახლი. იმ სახლში გაიზარდა. ნიკას სახლი სოფელში დიდია და ძალიან ლამაზი. სახლში ბევრი ოთახია. ერთი ოთახი ნიკასია. ოთახი დიდია. იქ დგას მაგიდა, სკამი, ტახტი და ტელევიზორი. სახლს დიდი ეზო აქვს. ეზოში ორი თუთის ხე დგას: წითელი და თეთრი. თეთრი თუთის ხე დიდია, წითელი თუთის ხე პატარაა. ეზოში ლამაზი ყვავილები იზრდება: ეზოს ია, ვარდი, გვირილა.

ნიკა სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა. ის ახლა თბილისში ცხოვრობს, სტუდენტია და უნივერსიტეტში სწავლობს. ის კარგი სტუდენტია, კარგად სწავლობს. თბილისის სახლი დიდი არ არის, ეს სახლი პატარაა. ამ სახლში ორი ოთახია, ერთი დიდია და ერთი პატარა. სახლს აქვს სამზარეულო და აბაზანა–ტუალეტი.

ნიკას თბილისის სახლს ეზო არა აქვს. ის დიდი კორპუსის ბინაა. ნიკა უნივერსიტეტიდან შორს არ ცხოვრობს. მისი სახლიდან უნივერსიტეტამდე პატარა გზაა.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:
  • Պատասխանե՛ք հարցերին.
  • Suallara cavab verin:


_სად დაიბადა ნიკა?

_რა ჰქვია ნიკას სოფელს?

_რამდენი ოთახია ნიკას სახლში?

_რა დგას ნიკას ოთახში? ჩამოთვალეთ.

_რა ყვავილები იზრდება ნიკას ეზოში?

_სად ცხოვრობს ახლა ნიკა?

_სად სწავლობს ნიკა?

_შორია ნიკას სახლიდან უნივერსიტეტი?


  • შეასრულეთ წერითი დავალება
  • Կատարեք գրավոր առաջադրանքը
  • Yazılı tapşırığı yerinə yetirin

11P3