_ ქალბატონო თამარ, როგორც ვიცით, თქვენ მონაწილეობდით მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების პროექტის მომზადების პროცესში. საქართველოში ამ პროექტის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ორიოდე სიტყვით ხომ ვერ გააცნობდით ჩვენს მაყურებელს ამ პროექტსა და მიღებულ შედეგებს?

_ სიამოვნებით. მსოფლიოს ახალი 7 საოცრების ფონდი შეიქმნა 2001 წელს, შვეიცარიაში. ის დაფუძნებულია კერძო შემოწირულობებით. ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ინტერნეტითა და სატელეფონო გამოკითხვით. 2007 წლის ივლისს ლისაბონში გამოქვეყნდა ინტერნეტ- და სატელეფონო გამოკითხვის შედეგები. ამ გამოკითხვაში 100-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს საოცრებების ახალი შვიდეული დაასახელა.

_ რამდენი ძეგლი აცხადებდა პრეტენზიას ამ სიაში მოხვედრაზე?

_ ამომრჩეველს 200 ღირსშესანიშნაობიდან მხოლოდ შვიდზე უნდა შეეჩერებინა თავისი არჩევანი. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო, რადგან ორასივე ძეგლი მართლაც არაჩვეულებრივი და უნიკალურია.

_ საბოლოოდ, რომელი ძეგლები მოხვდა ამ სიაში? რამდენად მისაღებია თქვენთვის მიღებული შდეგები?

_ რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მონუმენტს, რომელიც სიაში მოხვდა, ხმა მეც მივეცი. თუმცა ჩემს ფავორიტთა შორის იყო აია სოფია და ნოუშვანშტეინის ციხე გერმანიაში. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი გამარჯვებულთა შორის ვერ მოხვდა. მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებად კი აღიარეს:

ტაჯ-მაჰალის ტაძარი (ინდოეთში)

რომის კოლიზეუმი (იტალიაში)

პეტრა - უძველესი ქალაქი (იორდანიაში)

ჩინეთის დიდი კედელი

ქრისტეს ქანდაკება (ბრაზილიაში)

მაჩუ პიქჩუ (პერუში)

ჩიჩენ-იცა - არქეოლოგიური ძეგლი (მექსიკაში)

-დიდი მადლობა საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისათვის.

_მადლობა თქვენ სტუდიაში მოწვევისათვის.