_ გამარჯობა, ჯიმ, რამდენ ხანს აპირებ საქართველოში დარჩენას?

_ მინიმუმ ერთი თვე, მინდა კარგად დავისვენო და გავერთო. მთელი წელი ძალიან ბევრი საქმე მქონდა, დავიმსახურე კარგი დასვენება.

_ რა თქმა უნდა. იმედია, კარგ დროს გაატარებ.

_ ჰო, მართლა, რომელი ქალაქია საქართველოში საუკეთესო ადგილი გართობისათვის?

_ მე თუ მკითხავ, ბათუმი. იქ შეგიძლია ზღვაზეც გაერთო - ითევზაო, იცურავო, იახტით ისეირნო, წყლის თხილამურებით ისრიალო, პარაშუტით დაეშვა და ღამის ცხოვრებითაც ისიამოვნო. აჭარული სამზარეულოც საუკეთესოა და ფასებიც _ შესანიშნავი.

_ მართლა? ძალიან კარგი. როგორც ვიცი, მინიფეხბურთის მოედანიც არის და ყინულის მოედანიც, არა?

_ კი, მთელი წელი მუშაობენ. სხვათა შორის, ბათუმში რამდენიმე ტურისტული კომპანია მუშაობს, რომლებიც ორგანიზებულ ტურებს აწყობენ მაღლმთიან აჭარაში, გონიოს ციხეზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში.

_ რა ხდება კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით?

ბათუმი ბოლო წლებში საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი გახდა. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმმა უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი და სხვები.

_ დიდი მადლობა. აუცილებლად წავალ.