_ სხვათა შორის, ეროვნული სტერეოტიპები ანეკდოტებსა და გონებამახვილურ გამონათქვამებშიცაა ასახული.

_ მართლა? რა საინტერესოა. ხომ ვერ მოგვიყვები?

_სიამოვნებით. მაგალითად, მთელ ევროპაშია ცნობილი ანეკდოტი, რომ სამოთხე იქ არის, სადაც მზარეულები ფრანგები არიან, პოლიციელები - ბრიტანელები, ხელოსნები ­­­- გერმანელები, საყვარლები - იტალიელები, ხოლო ყველაფრის ორგანიზებას შვეიცარიელი აკეთებს. ჯოჯოხეთში კი მზარეულები ბრიტანელები არიან, პოლიციელები - გერმანელები, ხელოსნები - ფრანგები, შვეიცარიელები - საყვარლები, ხოლო იტალიელები - მენეჯერები.

_ მაგარია. ცოტა ხნის წინ მეც მოვისმინე მსგავსი ანეკდოტი, ოღოდ იქ იტალიელისა და შვეიცარიელის ნაცვლად ქართველი და ამერიკელი პერსონაჟები არიან, შინაარსიც ოდნავ განსხვავებულია.

_ მოყევი რა?

_სამოთხე ის ადგილია, სადაც ყველა მზარეული ფრანგია, ყველა მსახური - ინგლისელი, ყველა კინორეჟისორი - ამერიკელი, ყველა დიასახლისი - ქართველი, ხოლო ადმინისტრაციაში გერმანელები არიან.

ჯოჯოხეთში კი ყველა მზარეული ინგლისელია, ყველა მსახური - ფრანგი, ყველა კინორეჟისორი - გერმანელი, ყველა დიასახლისი - ამერიკელი, ხოლო ადმინისტრაციაში ქართველები არიან.