გრამატიკა

IDevice Icon
ობიექტური პირის ნიშნები

 

ობიექტური პირის ნიშნები სამივე პირში თავსართებია.

ობიექტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. ამათ პირველსა და მეორე პირში ერთნაირი ნიშნები აქვთ, განსხვავებაა მესამე პირში.

პირველი ობიექტური პირის ნიშანია მხოლობითში მ-, მრავლობითში გვ-: მ-ხატავს, მ-ხედავს, მ-აქებს... გვ-ხატავს, გვ-ხედავს, გვ-აქებს...

მეორე ობიექტურ პირს მხოლობითში გ- თავსართი აქვს, მრავლობითში ამ გ-ს ემატება -თ ბოლოსართი: გ-ხატავს, გ-ხედავს, გ-აქებს... გ-ხატავ-თ, გ-ხედავ-თ, გ-აქებ-თ...

მესამე ობიექტურ პირს, თუ ის პირდაპირია, ნიშანი არ უნდა, ხოლო თუ ირიბია და ზმნა თანხმოვნით იწყება, ორივე რიცხვში ექნება ჰ- ან ს- თავსართი; ს- გვაქვს ცხრა თანხმოვნის წინ (ესენია: დ, თ, ტ, ძ, წ, ც, ჯ, ჩ, ჭ): მისწერა (მას), სთხოვს (მას)... დანარჩენი თანხმოვნების წინ ჩვეულებრივ ჰ გამოიყენება: ჰკითხა (მას), ჰგავს (მას)...

ზმნა შეიძლება იყოს წარმოდგენილი სუბიექტური წყობით (როდესაც ჩანს სუბიექტური პირის ნიშნები) ან ობიექტური წყობით (როდესაც ჩანს ობიექტური პირის ნიშნები); შეიძლება ზმნის გადაყვანა სუბიექტური წყობიდან ობიექტურზე და პირიქით: ვხატავ - მხატავს, ვწერ - მწერს, ვეუბნები - მეუბნება...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P114/1