3.

ვებგვერდზე გვხვდება ძალიან ბევრი დადებითი შეფასება აზერბაიჯანის უმშვენიერესი დედაქალაქის, ბაქოს შესახებ: „ბაქო უსაფრთხო, ეგზოტიკური და ძალიან სტუმართმოყვარე ქალაქია“, „ამ ქალაქში საზოგადოება გასაოცრად კოსმოპოლიტურია“, „აქ უმშვენიერესი ხალხი და არქიტექტურაა“, „საინტერესო ისტორიის მქონე ქალაქია“, ეს ქალაქი ინახავს ისტორიას, ძალიან საინტერესო ქალაქია“, _ ჩვენ შემოგთავაზეთ მრავალ კომენტართაგან რამდენიმე, რომლებითაც ვებსაიტის სტუმრები ბაქოს ახასიათებენ.

სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ტურისტების დადებითი გამოხმაურებებიც უნდა განაპირობებდეს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამივე ქალაქში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.